კითხვა: გამარჯობა.შეიძლება თუ არა კვანძოვანი ჩიყვის ბიოფსიამ გამოიწვიოს რთული შედეგი ანუ კვანძის გაღიზიანება და მისი ავთვისებიანად გარდაქმნა ან ზომაში ზრდა? 4დღის წინ გავიკეთე და გასიებული მაქვს ის ადგილი და მოხრჩობის შეგრძნება მაქვს
პასუხი:

მოგესალმებით,
ბიოფსია არის სამედიცინო პროცედურა, რომელიც მოიცავს ქსოვილის მცირე ნიმუშის აღებას ისე, რომ მისი გამოკვლევა შესაძლებელი იყოს მიკროსკოპის ქვეშ.
ყველა სამედიცინო ჩარევას აქვს გარკვეული გვერდითი მოვლენები , მაგრამ ხანდახან სარგებელი უფრო მეტია.
ბიოფსიით, კვანძის გაღიზიანება და მისი ავთვისებიანად გარდაქმნა შეუძლებელია.
რაც შეეხება თქვენს სიმპტომებს, აჯობებს გააცნოთ ექიმს ,ვინც მანიპულაცია ჩაატარა . მთავარია გამოირიცხოს ჰემატომის არსებობა ,სხვა შემთხვევაში კი საგანგაშო არაფერი უნდა იყოს .
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა