ბიოფსია

კითხვა: ფარისებრ ჯირკვალზე რა ღირს ბიოფსიის გაკეთება და ამ ანალიზით თუ დგინდება ვარ თუ არა საოპერაციო?
პასუხი:

მოგესალმებით!
ფარისებრი ჯირკვალი პატარა, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც კისერზე, ხორხის ქვეშ, ტრაქეის, იმავე სასულის წინ მდებარეობს. ის გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც სისხლში გადადის და ყველა უჯრედსა თუ ქსოვილზე მოქმედებს. ეს ჰორმონები შეიცავს იოდს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, სასქესო, რეპროდუქციული, ძვალკუნთოვანი სისტემების განვითარებასა და რეგულაციაში. თავად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას თირეოტროპული ჰორმონი (TSH) არეგულირებს.
ბიოფსია პირდაპირი მეთოდია ფარისებრი ჯირკვლის კვანძის თვისებრიობის შესახებ საკმაოდ ზუსტი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ამასთან, იგი ტარდება ამბულატორიულ პირობებში, გრძელდება 10-15 წუთი და თითქმის არ აქვს გართულება. არც პაციენტის სპეციალურ მომზადებას ან დაძინებას მოითხოვს.
კვანძოვანი წარმონაქმნის შესახებ გადამწყვეტ ინფორმაციას მაინც ასპირაციული ბიოფსია გვაწვდის. ფარისებრი ჯირკვლის კვანძიდან წვრილი ნემსით იღებენ ქსოვილის ნაწილს და შეისწავლიან. ბიოფსია უმეტესად მაშინ ტარდება, როდესაც კვანძის ზომა აღემატება 1 სმ-ს, მაგრამ თუ ექოსკოპიურმა მონაცემებმა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის თაობაზე ეჭვი გააჩინა, კვლევა ჩატარდება უფრო მცირე ზომის წარმონაქმნის დროსაც.
თუ ჩხვლეტით აღებული მასალის შესწავლამ ცხადყო, რომ კვანძი კეთილთვისებიანია, ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის. რეკომენდებულია კლინიკური დაკვირვება. მკურნალი ექიმი გეტყვით, რამდენ ხანში ერთხელ ჩაიტაროთ ექოსკოპიური კვლევა და ანალიზი. ასეთი კვანძი ქირურგიულად მაშინ შეიძლება ამოიკვეთოს, თუ პაციენტს თავად სურს ეს ან კვანძი დიდია და იწვევს ყლაპვის გაძნელებას, ხმის შეცვლას ან ჩახლეჩას, დისკომფორტს კისრის არეში.
ჩვენს კლინიკაში ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიის ღირებულებაა 90 ლარი.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ფარისებრი ჯირკვლის კვლევა 100 ლარის ნაცვლად 49 ლარად.
კვლევაში შედის:
● ენდოკრინული ქირურგის კონსულტაცია;
● ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ელასტოგრაფიული მეთოდით ულტრათანამედროვე აპარატზე Toshiba Aplio 500;
● TSH–ის კონცენტრაციის განსაზღვრა.
აქცია ძალაშია ყოველ შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა