მოგესალმებით,
თქვენს მიერ გამოგზავნილი, დოპლეგროფიის დასკვნის მიხედვით, საუბარია ათეროსკლეროზზე, რომელიც არტერიების კედლებზე ათერომული ფოლაქების დალექვის გამო ვითარდება.
ფოლაქები ავიწროებს სისხლძარღვის სანათურს, ამცირებს მასში გამავალ სისხლის ნაკადს და ტვინში მოცირკულირე (მოძრავი) სისხლის მოცულობაც მკვეთრად იკლებს. ირღვევა ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ტვინის მომარაგება, რასაც მეხსიერების გაუარესება, თავის ტკივილი და დაავადების სხვა სიმპტომები მოჰყვება. ათერომული ფოლაქები უმეტესად თავის ტვინისა და კისრის ნაწილის სისხლძარღვებში წარმოიშობა.
ათეროსკლეროზი უმეტესად სისხლის ძლიერი შედედების გამო ვითარდება, თუმცა სისხლძარღვთა შევიწროების მთავარი მიზეზი მაინც თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული რიტმია.
თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროების საშიშ გართულებათაგან აღსანიშნავია ინსულტი.
ამ დროს ჟანგბადოვანი შიმშილის გამო ტვინის უჯრედები კვდება. ამის უშუალო მიზეზია ტვინის შესაბამისი უბნის მკვებავი არტერიის ქოლესტერინული ფოლაქით დახშობა.
ადეკვატური მკურნალობა ინსულტის თავიდან აცილების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, ექიმი–ნევროლოგი, დაგინიშნავთ მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !