ამენორეა

კითხვა: ვარ 43წლის 2თვეა ციკლი არ მქონია მაინტერესებს არის ეს მენოპაუზის დასაწყისი თუ არა თავის დასაცავად ვიღებდი კონტრაცეპტივებს ტაბლეტების სახით რას მირჩევთ გავაგრძელო თუ შევწყვიტო მათი მიღება
პასუხი:

მოგესალმებით,
ამენორეა არის მენსტრუაციის არ ქონა - ერთი ან მეტი მენსტრუალური პერიოდის გამოტოვება.
ამენორეის მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი. ამენორეის ბუნებრივი მიზეზები ნორმალური ცხოვრების პირობებში, შესაძლოა იყოს: დაბალი წონა, ზედმეტი ვარჯიში, სტრესი, ნაადრევი მენოპაუზა , რეპროდუქციულ ორგანოებთან ან ჰორმონების მარეგულირებელ ჯირკვლებთან დაკავშირებული პრობლემები, თქვენს მიერ აღნიშნული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და ა.შ.
ამენორეის გამომწვევი მიზეზის მიხედვით უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა, ამისთვის კი აუცილებელია განახორციელოთ ვიზიტი სპეციალისტთან.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც თქვენი მდგომარეობის ობიექტური შეფასებისა და საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა