აკნე, ჰირსუტიზმი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ვარ 22 წლის და მაქვს ჭარბთმიანობა ენდოკრინოლოგიის მხრივ ფარისევრის ჰორმონები წესრიგში მაქვს ასევე მაწუხებს გამონაყარი მაგრამ არა დიდი დოზით მაგრამ მუდმივი პრობლემაა კანს ვუვლი ყველანაირად. თმინობა ყველა არეში მაქვს ზოგგან მეტი ზოგგან ნაკლები მაგრამ ყცეკგან ასევე სარძევე ჯირყვლებზე და კიდევ მენსტრუალური ციკლინმაქვს ეარბი რაოდენობით როს გამოც გემოგლობინიც მაქვს დაბალი. სარძევე ჯირყვლებიც საკმაოდ მცირე ზომის ბოლო ხანებში თითქოს მიპატარავდება პირიქით და ამ ყვეკაფრის ფონზე სხვა ჰორმონების შემოწმებისთვის რეკომენდირებული დრო რომ მითრათ თუ შესახლებელია? ანუ როდის უნდა გავიკეთო ტესტოსტერობის, პროგესტერონის, ესტროგენის და კიდევ თუ რაიმე ჰორმონის ანალიზია საჭირო და როდისაა რეკომებდირებული მათი გაკეთება?
პასუხი:

მოგესალმებით,
აკნეს განვითარების მიზეზი ჰორმონული დისბალანსია, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნქცით არის გამოწვეული.
თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნქციის დროს, ჭარბად გამომუშავდება განსაზღვრული ტიპის ანდროგენები (მამაკაცის ჰორმონები), რაც კანის ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის გაძლიერებულ წარმოქმნას იწვევს. ამას ემატება თმის ფოლიკულის არხში გარქოვანებული უჯრედების ჭარბი წარმოქმნაც. შედეგად ჩნდება საცობი, დაგროვილი მასა კანის ზედაპირამდე ვეღარ ამოდის და ფოლიკულში გროვდება. ეს უკანასკნელი იბერება, ხოლო მისი სადინარი იხშობა. წარმოიშობა კომედონები (ფერიმჭამელები), ხოლო მათი ინფიცირებისას ჩირქოვანი გამონაყარი აკნე . ასეთი პაციენტებისთვის დამახასიათებელია მსუბუქი ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა), მენსტრუალური ციკლის დარღვევა და სხვა.
წარმატებული მკურნალობის აუცილებელი პირობაა ჰორმონული დისბალანსის გამოვლენა, მისი აღმოფხვრა და კანზე მეორეულად გააქტიურებული ინფექციური პროცესის დათრგუნვა.
მკურნალობა საშუალოდ 6-12-თვიანია და მოითხოვს კომპლექსურ თერაპიას, რომლის მიზანია სისხლში ანდროგენების დონის ნორმალიზება და კანზე არსებული ინფექციის დათრგუნვა.
სისტემური მკურნალობისა და ჰორმონული დისბალანსის კორექციის შედეგად კანზე არსებული ფერიმჭამელები და ჩირქოვანი გამონაყარი მთლიანად ალაგდება, ხოლო ახალი ელემენტები აღარ წარმოიქმნება.
თქვენს შემთხვევაში, უშუალო ვიზიტისას უნდა შეიკრიბოს ანამნეზი, შეფასდეს ობიექტურად მდგომარეობა და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დაგენიშნოთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ შესაბამის და ინდივიდუალურ მკურნალობას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა