კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ შეთავაზება სასუნთქი სისტემის დიაგნოსტირებაზე
სპირომეტრია გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევის ეფექტური მეთოდია, რომელიც გამოიყენება ფილტვების გარეგანი სუნთქვის ფუნქციური დიაგნოსტირებისა და მონიტორინგისთვის.
აუცილებლად ჩაიტარეთ სპირომეტრიული კვლევა, თუ გაქვთ:
- ქრონიკული ან მორეციდივე ხველა და/ან ნახველი;
- დისპნოე;
- ქოშინი;
- ხმაურიანი სუნთქვა;
- ჰაერის უკმარისობა;
- შრომის უნარის დაქვეითება;
- ამოსუნთქვისა და/ან ჩასუნთქვის გაძნელება;
- ქრონიკული სურდო.
ასევე, კვლევა რეკომენდირებულია:
- თუ ხართ რისკის ჯგუფში, როგორიცაა მწეველობა, გენეტიკური და პროფესიული ფაქტორები;
- ანესთეზიის წინ, კარდიოვასკულური და თორაკალური ქირურგიული ოპერაციების ჩატარებამდე მოსალოდნელი გართულებების რისკის შესაფასებლად;
- ბრონქო-პულმონური დაავადებების სამართავად და სიმძიმის შესაფასებლად;
- მკურნალობის ეფექტურობის კონტროლის მიზნით.
თერაპევტის კონსულტაციას, სპირომეტრიას და სისხლის საერთო ანალიზს ჩაიტარებთ 140 ლარად!
შეთავაზება ძალაშია ყოველ ორშაბათს და პარასკევს!
დეტალური ინფორმაციის გასაგებად და ექიმთან კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერის მიზნით, გთხოვთ, დაგვირეკეთ ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25
მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილი ლუბლიანას 29)
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ