თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და ნევროლოგის უფასო კონსულტაცია

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და ნევროლოგის უფასო კონსულტაცია

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ფასდაკლება რადიოლოგიურ კვლევებზე

ხშირ შემთხვევაში, ადამიანები თავის ტკივილს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებით ებრძვიან, რასაც მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს. ტკივილი კი, შეიძლება, სხვადასხვა სერიოზული პათოლოგიის არსებობაზე მიგვანიშნებდეს, მათ შორის:

  • თავის ტვინის ტრავმები ან მოცულობითი წარმონაქმნები;
  • გადაღლა, სტრესი, დაძაბვა;
  • ინფექციები, ენდოკრინული პათოლოგიები;
  • ნევროლოგიური დაავადებები და სხვ.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ აქციას, რომლის ფარგლებშიც, 200 ლარის ნაცვლად მხოლოდ 150 ლარად, ჩაიტარებთ თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას და ნევროლოგის კონსულტაციას.

ფასდაკლება მოქმედებს ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს!

კვლევა ტარდება 160 შრიან, ინოვაციურ, ციფრული ტექნოლოგიის მქონე კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba Aquilion Lightning SP, რომლის უპირატესობებია:

  • უმაღლესი ხარისხის გამოსახულება;
  • პაციენტის მინიმალური დოზით დასხივება;
  • კვლევის შემცირებული ხანგრძლივობა;
  • განიერი გვირაბი;
  • ადაპტაცია ჭარბწონიან პაციენტებზე;
  • უმნიშვნელო ხმაური კვლევის პროცესში.

აქციით სარგებლობისთვის გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე +995 322 12 25 25 ან +995 577 059 900 .

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ მუშაობს ყოველდღე, 24 საათიან რეჟიმში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ