სარძევე ჯირკვლის სკრინინგი და მამოლოგის უფასო კონსულტაცია

სარძევე ჯირკვლის სკრინინგი და მამოლოგის უფასო კონსულტაცია

საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ქალბატონს, ვარდისფერი ოქტომბრის სკრინინგული კვლევები!

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა  და მას „ვარდისფერ ოქტომბრად“ მოვიხსენიებთ. ამ კამპანიის მიზანია ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

ახალი სიცოცხლე „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, მხოლოდ 1 კვირით სრულიად საქართველოს მოსახლეობის  ქალბატონებს, გთავაზობთ ძუძუს კიბოს სკრინინგულ კვლევას -  მამოლოგის უფასო მომსახურებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, უფასო ულტრაბგერით და მამოგრაფიულ კვლევას!

სკრინინგული კვლევების  საშუალებით, საწყის ეტაპზეა შესაძლებელი სიმსივნური უბნის აღმოჩენა.

კვლევა ჩატარდება 2D და 3D ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფზე Planmed Clarity. ტომოსინთეზი კომპიუტერული ტომოგრაფიის ანალოგიურ გამოსახულებას იძლევა. რომლის საშუალებითაც მამოგრაფზე გამოიკვეთება ისეთი სტრუქტურები, რომელიც სტანდარტული მამოგრაფიის რეჟიმში არ ჩანს.

ერთად დავამარცხოთ ძუძუს კიბო!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, სკრინინგით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ქოლცენტრის საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №29

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ