პოსტკოვიდური დიაგნოსტირება კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

პოსტკოვიდური დიაგნოსტირება კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

COVID 19-ის შემდგომი კარდიოლოგიური კვლევები

კოვიდ 19-ის შემდგომი დიაგნოსტირება-მკურნალობა პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, კლინიკა ახალი სიცოცხლე, მოქმედი აქციის ფარგლებში, მხოლოდ 115 ლარად, გთავაზობთ შემდეგ კლინიკურ, ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს:

  • კარდიოლოგის კონსულტაცია;
  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • C რეაქტიული პროტეინი;
  • კოაგულოგრამა.

ექიმის გადაწყვეტილებით, (ექოკარდიოგრაფია/ჰოლტერ-მონიტორინგი/ფიზიკური დატვირთვის  სტრეს-ტესტი (ტრედმილი). კონსულტაციას გაგიწევთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კარდიოლოგი ნანა რეხვიაშვილი.

კარდიოლოგიური გართულებები კოვიდ-19 გადატანილ პაციენტებში

პაციენტების უმრავლესობა კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ უჩივის გახანგრძლივიებულ სიმპტომებს, როგორიცაა:

  • ტკივილი გულ-მკერდის და ეპიგასტრიუმის არეში, (რომელიც შესაძლებელია იყოს, როგორც შეტევითი ხასიათის, ასევე გახანგრძლივებული და გადაეცემოდეს მარცხენა ხელის და ბეჭის არეში);
  • გაძლიერებული გულისცემის სიხშირე, გულის ფრიალი, ჰაერის უკმარისობა;
  • სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის ციფრების ცვალებადობა (მომატება ან დაქვეითება);
  • დაღლილობის შეგრძნება, საერთო სისუსტე.

ახლა კი, მოგახსენებთ რას ნიშნავს აქციის ფარგლებში მოქმედი კვლევები და რატომაა ისინი ასე საჭირო პაციენტის ჯანმრთელობისთვის.

ექოკარდიოგრაფი

კვლევა, რომლის საშუალებით ხდება გულის ღრუების, სარქველების და სხვა სტრუქტურების დათვალიერება. გულის კუნთის კუმშვადობის და ფუნქციური მაჩვენებლების შეფასება.

ეკგ ჰოლტერ-მონიტორინგი

უწყვეტი ელექტროკარდიოგრაფიული ჩანაწერი 24 სთ-ის განმავლობაში. ამ ტესტის ჩატარება გვეხმარება გულის მუშაობის შეფასებაში, როგორც ჩვეული ფიზიკური დატვირთვის, ისე ღამით ძილის დროს. საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ პათოლოგიური რითმი დროის გარკვეულ შუალედში, რომელიც ეკგ-ზე არ ჩანს.

ფიზიკური დატვირთვის  სტრეს-ტესტი (ტრედმილი)

იგი გვაძლევს ინფორმაციას, თუ  როგორ რეაგირებს პაციენტის გული ფიზიკურ დატვირთვაზე და სტრესზე. კვლევის განმავლობაში საფეხურებრივად იზრდება ფიზიკური დატვირთვა, რის შესაბამისადაც იცვლება ელექტროკარდიოგრაფიული ჩანაწერი, არტერიული წნევა, გულის ცემის სიხშირე. ამ ტესტის საშუალებით აღმოვაჩენთ გულის იშემიურ დაავადებას, რომელიც ჩვეულებრივ ელექტროკარდიოგრამაზე არ ჩანს.

აქცია ძალაშია ყოველდღე!

აქციით სარგებლობისთვის, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე (032) 2 12 25 25 !

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ