უფასო გინეკოლოგიური მომსახურება და კვლევები კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“
სახელმწიფო ანტენატალური პროგრამა კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ შესაძლებლობას გაძლევთ, მიიღოთ მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. ჩვენი პროგრამის ფარგლებში, ორსულები ისარგებლებენ 8 უფასო ვიზიტით გინეკოლოგთან, 3 ულტრაბგერითი კვლევით ( პირველ, მეორე და მეექვსე ვიზიტზე) და ყველა აუცილებელი კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევით.
რას მოიცავს ანტენატალური პროგრამა?
პროგრამის ფარგლებში, ვაუჩერით ფინანსდება შემდეგი მომსახურება:
- მეან-გინეკოლოგის 8 უფასო კონსულტაცია.
- ლაბორატორიული კვლევები:
- სისხლის საერთო ანალიზი;
- შარდის კულტურალური გამოკვლევა;
- სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა;
- რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე ქალებში პირველ და მესამე ანტენატალურ ვიზიტზე;
- სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი, აივ-ინფექცია და სიფილისი);
- გლუკოზის ტოლერანტობის მცირე ტესტი;
- შარდში ცილის განსაზღვრა;
- ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში;
- TSH (თირეოტროპული ჰორმონის) განსაზღვრა;
- ჰემოლიზურ სტრეპტოკოკზე გამოკვლევა.
- ულტრაბგერი თიკვლევები:
- პირველ, მეორე და მეექვსე ანტენატალურ ვიზიტზე, მაღალი ხარისხის Voluson E10 ექოსკოპიური აპარატით.
დამატებითი უპირატესობები
კლინიკაში დარეგისტრირებული ორსულები ასევე სარგებლობენ შემდეგი უპირატესობებით:
- რისკ-ჯგუფის ორსულებისთვის გენეტიკური სკრინინგი – საჭიროების შემთხვევაში, პროგრამა უზრუნველყოფს გენეტიკური სკრინინგის ჩატარებას სრულიად უფასოდ.
- მშობელთა სკოლის გაკვეთილები – ჩვენი პაციენტები მონაწილეობას იღებენ სპეციალურ გაკვეთილებში, რომლებიც მათ ამზადებს მშობიარობისთვის, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად.
- ყველა სერვისი ერთ სივრცეში – „ახალი სიცოცხლე“ უზრუნველყოფს კომფორტულ გარემოს, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციით სარგებლობა, როგორიცაა ანგიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ჰემატოლოგი, მამოლოგი, კარდიოლოგი და თერაპევტი.
რატომ უნდა აირჩიოთ კლინიკა „ახალისი ცოცხლე“?
- პროფესიონალთა გუნდი – ჩვენი ექიმები უზრუნველყოფენ მაღალხარისხიან მომსახურებას.
- უახლესი აპარატურა – გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს ზუსტ და სწრაფ დიაგნოსტიკას.
- ოჯახური გარემო – კლინიკაში შექმნილია უსაფრთხო და მყუდრო პირობები ორსულებისთვის.
როგორ ჩაერთოთ პროგრამაში?
ორსულობის მე-13 კვირამდე მიმართეთ კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ და ისარგებლეთ შემდეგი მომსახურებით:
- პირველადი რეგისტრაცია;
- გინეკოლოგის კონსულტაცია;
- ექოსკოპიური კვლევა.
დეტალური ინფორმაციისთვის და ექიმთან კონსულტაციაზე წინასწარ ჩასაწერად დაგვირეკეთ ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25
მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილი ლუბლიანას 29)
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ