ჩაიტარეთ გულის ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია და კარდიოლოგის კონსულტაცია
დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია კარდიოლოგთან, თუ გაქვთ ამ ჩივილებიდან ერთ-ერთი მაინც:
- ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, თუნდაც უმნიშვნელო ფიზიკურ დატვირთვაზე;
- გულის ფრიალი, გახშირებული გულისცემა;
- ქვედა კიდურების შეშუპება;
- სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშ არეში;
- ადვილად დაღლა, სისუსტე.
კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ შეთავაზების ფარგლებში გთავაზობთ:
- კარდიოლოგის კონსულტაციას;
- ექოკარდიოგრაფიას (გულის ექოსკოპიას);
- ელექტროკარდიოგრაფიას (ეკგ).
ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გულის უკმარისობის მარკერის, ნატრიურეზული პეპტიდის, NT-proBNP-ის განსაზღვრას სისხლში.
ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მართვას, რადგან დაგვეხმარება ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ გულის უკმარისობა, ხოლო უკვე დიაგნოსტირებულ შემთხვევებში - უფრო ზუსტად შევაფასოთ მდგომარეობის სიმძიმე და მედიკამენტური მკურნალობის ეფექტურობა.
შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლის.
დეტალური ინფორმაციის გასაგებად და ექიმთან კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერის მიზნით, გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25
მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილი ლუბლიანას 29)
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ