კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ გასტროენტეროლოგიური გუნდი

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ გასტროენტეროლოგიური გუნდი

კუჭ-ნაწლავის სისტემის სრული დიაგნოსტირება

საჭმლის მომნელებელი სისტემის (გასტროენტეროლოგიური) დავადებები ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად ითვლება. მათი უმეტესობა მსუბუქი სიმპტომებით ხასიათდება, თუმცა, მნიშვნელოვნად მოქმედებენ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და სიცოცხლის ხარისხზე. სიხშირის მიუხედავად, პაციენტები არ აქცევენ სიმპტომებს სათანადო ყურადღებას, რამაც შეიძლება სამომავლოდ სერიოზული პრობლემა  და გართულება გამოიწვიოს.

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ სრულ გასტროენტეროლოგიურ მომსახურებას. ექიმ-გასტროენტეროლოგთან კონსულტაციის საფუძველზე, შეგიძლიათ ჩაიტაროთ სრული კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა.

პაციენტების მართვაში ჩართულია გასტროენტეროლოგიური გუნდი

  1. მაგდა ასათიანი — ექიმი-გასტროენტეროლოგი, ჰეპატოლოგი;
  2. ნიკოლოზ მეძმარიაშვილი — ექიმი-გასტროენეროლოგი, თერაპევტი;
  3. ლაშა სილოგავა — პროქტოლოგი, ქირურგი-ენდოსკოპისტი, ონკოქირურგი;
  4. გიორგი მარგველაშვილი — ქირურგი-ენდოსკოპისტი.

თითოეული ექიმი შეგიქმნით თქვენთვის კომფორტულ გარემოს და გაგიწევთ მაღალი ხარისხის მომსახურებას.

როდის მივმართოთ გასტროენტეროლოგს?

საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიაზე ეჭვის მიტანა შეიძლება შემდეგი ჩივილების შემთხვევაში:

  • გულძმარვა;
  • სიმწარის შეგრძნება და უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
  • გულისრევა, ღებინება;
  • ტკივილი მკერდის ძვლის უკან;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში;
  • ბოყინი, მუცლის შებერილობა;
  • ნაწლავთა მოქმედების ცვლილებები (ყაბზობა, ფაღარათი);
  • განავლის ფერისა და ფორმის ცვლილებები, სისხლი განავალში;
  • გაურკვეველი მიზეზით წონის კარგვა და სხვა. 

კონკრეტულად რა გამოკვლევების ჩატარებაა შესაძლებელი კლინიკაში?

კლინიკაში შესაძლებელია სრული ენდოსკოპიური მომსახურების მიღება. კვლევა წარმოებს მსოფლიოში საუკეთესო, ბოლო თაობის იაპონურ აპარატზე OLYMPUS EXERA 3.

ენდოსკოპიური კვლევა

წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის მრავალი დაავადების დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტს. ამ მეთოდით შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის ვიზუალური დათვალიერება.

გასტროდუოდენოსკოპია

არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზემო ნაწილის ენდოსკოპიური გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერება.

კოლონოსკოპია

გახლავთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვემო ნაწილის ენდოსკოპიური გამოკვლევა. მისი დახმარებით, მთლიანად მსხვილი ნაწლავის დათვალიერებაა შესაძლებელი. პროცედურის დროს ბიოფსიის ჩატარება კი, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნების დიფერენციაციის საშუალებას იძლევა. ზოგიერთი პათოლოგიის დროს, ენდოსკოპია არამარტო დიაგნოსტიკურ, არამედ ძირითად სამკურნალო საშუალებასაც წარმოადგენს. პროცედურით შესაძლებელია:

  • სისხლდენის შეჩერება;
  • უცხო სხეულის ამოღება;
  • პოლიპის ამოკვეთა (პოლიპექტომია);
  • ბალონური დილატაცია (აქალაზიის დროს);
  • ბოტოქს - ინექციის პროცედურა (წონაში დაკლებისთვის).

ამას გარდა, კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ დანერგილია ჰელიკობაქტერიის (H.pylori) დიაგნოსტირების ახალი მეთოდი — ჰელიკობაქტერიის რესპირატორული (სუნთქვითი) ტესტი, რომელიც წარმოადგენს H. Pylori-ს დიაგნოსტირების არაინვაზიურ, მარტივ და სწრაფ პროცედურას. აღნიშნული ბაქტერია ყველაზე ხშირად იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას და სხვადასხვა დაავადების განვითარებას (მსუბუქი ანთებიდან - სიმსივნემდე). შესაბამისად, დროულად გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობისთვის საზიანო სერიოზული დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებების ჩათვლით.

საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს შეიძლება ჩაუტარდეთ შემდეგი გამოკვლევები:

  1. მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა (მუცლის ღრუს ექოსკოპია);
  2. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რენტგენი;
  3. მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია.

„ახალი სიცოცხლე“  საშუალებას გაძლევთ მუდმივად ისარგებლოთ სხვადასხვა აქციით.

გაეცანით გასტროენტეროლოგიურ აქციებს:

სრული კოლონოსკოპიური კვლევა;

სრული გასტროსკოპიული კვლევა, დამატებით ექიმის უფასო კონსულტაცი;

სრული გასტროსკოპიული კვლევა.

წინასწარი ჩაწერისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე (032) 2 12 25 25 ან (+995) 577 059 900.