კიბოს უფასო სკრინინგი საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის

კიბოს უფასო სკრინინგი საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის

კიბოს დიაგნოსტირება უფასოდ კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

მხოლოდ რეგიონებში მაცხოვრებლებისთვის!

ჩაიტარეთ კიბოს დიაგნოსტიკური კვლევები (სკრინინგი), სრულიად უფასოდ, ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“. აქციის ფარგლებში შეგიძლიათ ჩაიტაროთ:

  1. ძუძუს კიბოს სკრინინგი;
  2. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი;
  3. კოლორექტალური კიბოს სკრინინგი;
  4. პროსტატის კიბოს სკრინინგი.

თუ რა კვლევებს აერთიანებს აღნიშნული პროგრამა, დეტალურად ქვემოთ გაეცნობით:

ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში:

  • ძუძუს  ფიზიკალური გასინჯვა; 
  • მამოგრაფიული გამოკვლევა 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით);
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიის კონტროლით ძუძუს ბიოფსია;
  • აღებული ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური კვლევა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში:

  • ოჯახის ექიმის და/ან გინეკოლოგის მიერ გასინჯვა;
  • პაპ-ნაცხის აღება;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპია;
  • საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღება;
  • აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიური კვლევა.

 

კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისათვის:

  • ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარება;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპია (გაუტკივარებით ან გაუტკივარების გარეშე);  
  • საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღება (მათ შორის, მცირე ზომის პოლიპების ამოკვეთა);
  • აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიური კვლევა.

პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში, ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვით:

  • საერთო პროსტატსპეციფიკური ანტიგენის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (t-PSA);

  • საერთო პროსტატსპეციფიკური ანტიგენის მაჩვენებლის ე.წ. რუხ ზონაში დაფიქსირების შემთხვევაში შრატში თავისუფალი პროსტატსპეციფიკური ანტიგენის კონცენტრაციის განსაზღვრა (Free PSA) ქემილუმინესცენცია.

 

შეგახსენებთ, პროგრამით ისარგებლებენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მაცხოვრებლებისა!

ჩვენთან ჩატარებულ სკრინინგულ კვლევებზე მიიღებთ დროულ და კომპეტენტურ პასუხებს. კლინიკაში დაგხვდებათ უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურა და მოგემსახურებათ პროფესიონალ ექიმთა გუნდი.

უფასო კვლევებზე წინასწარ ჩასაწერად გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე (032) 2 12 25 25 ან 577 059 900!

„ახალი სიცოცხლე“ გისურვებთ ჯანმრთელობას!