გთავაზობთ საყლაპავის ვარიკოზული ვენების სკრინინგსა და მკურნალობას

გთავაზობთ საყლაპავის ვარიკოზული ვენების სკრინინგსა და მკურნალობას

ისარგებლეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციით.

მხოლოდ 90 ლარად გთავაზობთ:

  • ქირურგის უფასო კონსულტაციას;
  • ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას.

აქცია ძალაშია ყოველ სამშაბათს.

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 059 900, რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!

რა უნდა იცოდეთ საყლაპავის ვენების ვარიკოზულ გაგანიერებაზე?

აღნიშნული პათოლოგია საყლაპავში და უპირატესად საყლაპავის ქვედა მესამედში არსებული ვენების გაგანიერებაა. საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი ღვიძლის დაავადებებია (ჰეპატიტები, ციროზი).

საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, პათოლოგია მხოლოდ მაშინ ხდება შესამჩნევი, როდესაც სისხლდენით რთულდება.

აღსანიშნავია, რომ სისხლდენა ვარიკოზული ვენების ერთადერთი, მაგრამ ძალიან საშიში გართულებაა.

მკურნალობის მეთოდი ენდოსკოპიურია! დიაგნოზის დასმის და სიტუაციის ადეკვატურად შეფასების შემდგომ შესაძლებელია საყლაპავის ვარიკოზული ვენების ენდოსკოპიური ლიგირების ან სკლეროზირების ჩატარება.

თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ საყლაპავის ვენების ვარიკოზულ გაგანიერებაზე, გთხოვთ, იხილოთ ბმული:

https://bit.ly/2pa9TSq

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ