რა არის ექოკარდიოგრაფია?
ექოკარდიოგრაფია (გულის ექოსკოპია) გულის ულტრაბგერითი კვლევის მეთოდია, რომელიც გამოიყენება გულის სხვადასხვა სტრუქტურების, სარქველებისა და ღრუების შესასწავლად. ამ მეთოდის საშუალებით ხდება გულის კუნთის კუმშვადობის შეფასება, რაც მნიშვნელოვანია გულის ფუნქციის დიაგნოსტიკისთვის.
ულტრაბგერითი კვლევის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არ საჭიროებს ინვაზიურ ჩარევას და არ წარმოადგენს რაიმე სახის რისკს პაციენტისთვის. ექოკარდიოგრაფია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის ანომალიების და პათოლოგიების გამოვლენისა და მათი კონტროლისთვის.
ექოკარდიოგრაფიის უპირატესობები:
- უსაფრთხო და უმტკივნეულო: ულტრაბგერითი კვლევის მეთოდი, რომელიც არ საჭიროებს რაიმე სახის ქირურგიულ ჩარევას.
- დროული დიაგნოსტიკა: ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.
- ეფექტურობის შეფასება: გულის დაავადებების მკურნალობის პროცესის კონტროლი და შეფასება.
როდის უნდა ჩატარდეს ექოკარდიოგრაფია?
ექოკარდიოგრაფიის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევაში:
- მაღალი არტერიული წნევა: თუ თქვენ გქონიათ პრობლემები არტერიულ წნევასთან დაკავშირებით, ეს კვლევა დაგეხმარებათ გულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში.
- გულის არეში ტკივილი: გულთან დაკავშირებული ტკივილის მიზეზის გასარკვევად აუცილებელია გულის ფუნქციის გამოკვლევა.
- EKG-ზე ცვლილებები: თუ ელექტროკარდიოგრამაზე დაფიქსირდა ცვლილებები, ექოკარდიოგრაფია დაგეხმარებათ მდგომარეობის დეტალურ შეფასებაში.
- გულის მანკების ეჭვი: თუ ექიმს აქვს ეჭვი გულის თანდაყოლილ ან შეძენილ მანკებზე, ექოკარდიოგრაფია საუკეთესო გზაა მათი გამოვლენისთვის.
- გულის იშემიური დაავადება: სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი და მსგავსი პრობლემების შემთხვევაში, ექოკარდიოგრაფია საუკეთესო დიაგნოსტიკური საშუალებაა.
- კარდიომიოპათია და პერიკარდიტი: გულის კუნთის დაავადებები და პერიკარდიუმის ანთება ასევე საჭიროებს ულტრაბგერითი კვლევას.
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ გულის ექოსკოპია ყოველ ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ჩვენი სპეციალისტები მუდმივად ზრუნავენ თქვენს ჯანმრთელობაზე და მზად არიან დროული და ზუსტი დიაგნოზი მოგაწოდონ.
დეტალური ინფორმაციის გასაგებად და ექიმთან კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერის მიზნით, გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25
მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილილუბლიანას 29)
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ