პათოლოგიური სიმსუქნის მკურნალობა კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“
კუჭის ბალონირება 30 წუთიანი ენდოსკოპიური პროცედურაა, რომელიც ჭარბი წონის მოშორების უახლესი მეთოდია. წონის კლების სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, ამ პროცედურის მთავარი უპირატესობა მისი სიმარტივეა. მანიპულაცია ტარდება ოპერაციის გარეშე.
როგორ კეთდება კუჭის ბალონირება
საწყის ეტაპზე აუცილებელია პაციენტის სრულფასოვანი გამოკვლევა. კუჭში ენდოსკოპიურად თავსდება ბალონი, რომელიც რჩება პაციენტის კუჭში რამდენიმე თვით.
ბალონი ნაწილობრივ ავსებს კუჭის მოცულობას, რის გამოც შიმშილის შეგრძნება ქვეითდება. ძალიან იშვიათად, მაგრამ შესაძლოა, პროცედურის შემდეგ პაციენტს აღენიშნებოდეს დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის სისტემაში. ამ შემთხვევაში, აუცილებელია გასტროენტეროლოგსა და ენდოკრინოლოგთან პერიოდული კონსულტაციები, რათა პაციენტის მდგომარეობა მუდმივად კონტროლდებოდეს.
კუჭის ბალონირების უპირატესობები:
- ნაკლები ტრავმა;
- კუჭის ორგანული ფუნქციების შენარჩუნება დარღვევების გარეშე;
- მინიმალური გართულების რისკი;
- ნაკლები გვერდითი ეფექტი;
- თითქმის არ საჭიროებს რეაბილიტაციას (ბინაზე გაწერა იმავე ან მეორე დღეს).
იმავდროულად, პაციენტს თითქმის არ უწევს რაციონის კონტროლი, რადგან შიმშილის გრძნობა თავისთავად ქრება.
ზოგადად, ბალონის ამოღებიდან ერთი წლის შემდეგ პროცედურის ხელახლა გამეორება შესაძლებელია. პრაქტიკა კი გვიჩვენებს - იმდენად ეფექტურია ერთჯერადი პროცედურა, რომ მისი განმეორებით ჩატარება საჭირო აღარ არის!
კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ შეგიძლიათ ჭარბი წონით გამოწვეული პრობლემებისგან გათავისუფლება. კუჭის ბალონირების პროცედურას ატარებს ენდოსკოპისტი გიორგი სიჭინავა, რომელიც ყოველ შაბათს უფასო კონსულტაციას ჩაგიტარებთ!
დაიწყეთ ახალი სიცოცხლე კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“!
ენდოსკოპისტის გიორგი სიჭინავას უფასო კონსულტაცია ყოველ ხუთშაბათს და შაბათს
ღირებულება 5500 ან 4900 ლარი ბალონის სახეობის მიხედვით.
კონსულტაციაზე წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ, დაგვირეკეთ ცხელი ხაზის ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25
გისურვებთ ჯანმრთელობას!