აქცია დიაბეტური ტერფის მქონე პაციენტებისთვის

აქცია დიაბეტური ტერფის მქონე პაციენტებისთვის

ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და არტერიების დოპლეროგრაფია

დიაბეტური ტერფი არის შაქრიანი დიაბეტის ფონზე ტერფის სისხლძარღვების, ნერვებისა და ძვალ-კუნთოვანი აპარატის პათოლოგიურ ცვლილებათა კომპლექსი.

თუ ხართ ამ დიაგნოზის მატარებელი, კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ აქციას, რომლის ფარგლებშიც ჩაიტარებთ ენდოკრინოლოგის კონსულტაციას და არტერიების დოპლეროგრაფიას.

აქცია ძალაშია ყოველ სამშაბათს და შაბათს. მისი ღირებულება კი, 130-ის ნაცვლად 70 ლარია.

„დიაბეტური ტერფისთვის“ დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ფეხებში უსიამოვნო შეგრძნებების განვითარება;
  • მწველი და მჩხვლეტავი ტკივილი სიარულისას;
  • „ჭიანჭველების ცოცვის“ ან კიდევ „დენის დარტყმის“ შეგრძნება, რომელიც სიარულისას ქრება;
  • ტერფის არეში მგრძნობელობის დაქვეითება;
  • ღამის პერიოდში მწვავე ტკივილი.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ზემოთ აღნიშნულს დაემატება რომელიმე სიმპტომი:

  • ტერფისა და ფეხის ქვედა ნაწილის კანის ფერის ცვლილება (სიფერმკრთალე ან ყავისფერი პიგმენტაცია);
  • სიმშრალე და კანის აქერცვლა;
  • გამჭვირვალე სითხით ამოვსებული სხვადასხვა ზომის ბუშტუკების აღმოცენება;
  • დაწყლულებული და ძნელად შესახორცებელი ნაწიბურების (კოჟრების) განვითარება, თითებს შორის ძნელად შესახორცებელი ნახეთქების ჩამოყალიბება;
  • ფრჩხილების დეფორმაცია;
  • თმის ცვენა და კანის რქოვანა შრის გასქელება ტერფზე;
  • ტერფის დეფორმაცია, წვრილი ძვლების სპონტანური მოტეხილობები.

აქციით სარგებლობისთვის გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე (032) 2 12 25 25 ან 577 059 900!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ