ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის” კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
საწყობის მენეჯერი
ძირითადი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
- უმაღლესი განათლება
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
სასურველია:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური, რუსული ენის ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- სასაწყობე მეურნეობის მართვა, მატერიალური ფასეულობების მიღება/ინსპექტირება, გაცემა და აღრიცხვა;
- საწყობში არსებული ინვენტარისა თუ ბეჭდვითი მასალის აღრიცხვა, სასაქონლო მატერიალური მარაგების უწყვეტი აღრიცხვის მეთოდით;
- პროდუქციის მოძრაობის პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა;
- www.rs.ge-ზე შემოსული ზედნადებების კონტროლი;
პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი: თბილისი, გ.ჟვანიას ქ.N7 (ყოფილი ლუბლიანას N29)
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: Vacancy_surgery_Nlife@aversi.geსაბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის20იანვარი. გთხოვთ, წერილისსათაურშიმიუთითოთვაკანსიისდასახელებასაწყობის მენეჯერი) წინააღმდეგშემთხვევაშითქვენიკანდიდატურაარგანიხილება. ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.nlife.ge/
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.