ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის” კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
მორიგე რეგისტრატორი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია უმაღლესი სამედიცინო ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
- პრიორიტეტულია სამედიცინო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტთა ვიზიტის გაფორმება;
- სამედიცინო პროგრამაში პაციენტთა რეგისტრაცია;
- პაციენტის შესაბამის ექიმთან გადამისამართება.
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
მისამართი: თბილისი, ლუბლიანას ქუჩა N29.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე Vacancy.Surgery@aversi.com არაუგვიენეს 2023 წლის 31 მარტისა.
გთხოვთ, წერილის სათაურში(Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მორიგე რეგისტრატორი).
ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge.