გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
პროქტოლოგთან ვიზიტი - პროქტოლოგია
07 თებერვალი 2019კითხვა: პროქტოლოგთან ვიზიტის დროს არის თუ არა წინასწარ მომზადება საჭირო. ბოდიში შეკითხვისთვის. ამ საკითხში სრულიად გამოუცდელი ვარ.
იხილეთ პასუხიდისკომფორტი მარჯვენა ხელში - ბავშვთა ასაკის დაავადებები
07 თებერვალი 2019კითხვა: გამარჯობა. 9 წლის ბავშვს აქვს დისკომფორტი მარჯვენა ხელში, ცოტა მამძიმებსო ამბობს. დილით არა, უფრო საღამოს ეწყება. გარეგნულად არაფერი ეტყობა. და არც ფიზიკური აქტივობა შეუმცირებია. რისი ნიშანია? რომელ სპეციალისტს მივმართო?
იხილეთ პასუხიკოლონოსკოპიური კვლევა - გასტროენტეროლოგია
07 თებერვალი 2019კითხვა: ხშირად მეშლება კუჭი, მაქვს ბავშობიდან მიდრეკილება, 4 თვის უკან ამის გამო დამეწყო თრომბოზი რის გამოც ბუასილის ოპერაცია გავიკეთე. ამჟამად მუცლის ქვედა მარცხენა მხარეს ხშირად მჭვალავს და ხან მიელავს და მაქვს პერიოდულად ჩხვლეტები. ოპერაციის შემდგომ მიუხედავად იმისა რომ ვარ დიეტაზე მაქვს მომატებული მეტეორიზმი. მინდა გადავიღო კოლონოსკოპია მსხვილი ნაწლავის გამოკვლევისთვის. მაინტერესებს დაძინებით ჯობია თუ მის გარეშე.
იხილეთ პასუხივიზიტი ონკოლოგთან - ონკოლოგია
07 თებერვალი 2019კითხვა: გამარჯობა. ... ძალიან ხალისიანი და ენერგიით სავსე . გადავწყვიტე მომეწერა თქვენთვის რადგან ჩვეულებრივი დეპრესია მაქვს . თითქოს 1 წუთში ჩაეტია ჩემი ცხოვრება. 10 იანვარს გავხდი ცუდად გონების კარგვა მქონდა. გადავედით სავადმყოფოში ქირურგიულში და გადამიღეს გულის ეხოსკოპია სადაც დაინახეს ჩრდილი . მერე გადავიღეთ კომპიუტერული ტომოგრაფია და დასკვნაში დამიწერეს "ისახება 95 მილიმეტრიანი ქსოვილი რომელიც ეკვრის გულს. " და წერია ესე ან ლიმფომა ან თიმომა არის შუასაყარში .შემდეგ მივედით ონკოლოგთან ნიუ ჰოსპიტალში დავით გიორგაძესთან და გვითხრეს ბიოფსია . გავიკეთეთ ბიოფსია ნარკოზით. და ველოდებით პასუხს. მორფოლოგიური მოვიდა და მორფოლოგიურში წერია თიმომა. მაგრამ ექიმი გვეუნება მე ლიმფომა მგონიაო. რა გზას დავადგე აღარ ვიცი .. გარეთ გახედვაც აღარ მინდა. უამრავ რამეს ვკითხულობ ინტერნეტში რომ ვისაც ლიმფომა აქვს 5 წელი ცოცხლობს . მაგრამ როდესაც ვაკვირდები რა გვერდით მოვლენები აქ ლიმფომას არაფერი მაქვს .. არც ოფლიანობა, არც წონაში კლება მადაც გადასარევი მაქვს . უბრალოდ ის დაემთხვა რო სახეზე მაქვს ერთი თვეა გამოყრილი და ბიოფსიის მერე მაქვს გულ მკერდის არეში ტკივილი.! ანალიზები კარგი მაქვს ფილტვები სუფთაა და ყველა ორგანო. მეშინია ძალიან რავქნა აღარ ვიცი იქნებ რამე მითხრათ. მკითხაობენ და მკურნალობა არასწორედ რომ დავიწყო არმინდა :(
იხილეთ პასუხითხევადი წაბლი - რჩევები
07 თებერვალი 2019კითხვა: გამარჯობა მე მაინტერესებს ჟიდკი კაშტანის ფასი რა ღირს?
იხილეთ პასუხიპოსტტრავმული ნერვული აშლილობა - რჩევები
06 თებერვალი 2019კითხვა: გამარჯობა, მაქვს პოსტრამვული ნერვული აშლილობა,რომელიც დამისვეს რაიონში ერთ-ერთ კლინიკაში.ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ ჩასვლას და უნივერსიტეტში მჭირდება ცნობა,რომ ინდივიდუალური გამოცდები დამინიშნონ.მაინტერესებს თქვენთან თუ შემიძლია ამ ცნობის აღება და რა ღირს.მადლობა
იხილეთ პასუხი