გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
საშვილოსნოს ენდომეტრიოზი
02 მაისი 2018კითხვა: გამარჯობა,ვარ 37 წლის,დამეწყო მენსტრუაციის დროს მუცლის ძლიერი ტკივილები და ვსვავ გამაყუჩებელს , 2 დღე მტკივა ხოლმე,4_5 თვე არის რაც დამეწყო ტკივილი. ვიყავი ექიმთან და მითხრეს გაქვს ენდომეტრიული საშვილოსნო და უნდა ამოიკვეთოსო,გამიკეთეს საშვილოსნოს ყელის პაპ ტესტი სადაც სუფთა ვარ. თქვენ რამდენად ჩათვლით საჭიროდ რომ ნამდვილად მჭირდება ოპერაცია?
იხილეთ პასუხიმარიხუანას უარყოფითი გავლენა ადამიანზე
02 მაისი 2018კითხვა: გამარჯობა, 2 კვირის უკან მოვწიე მარიხუანა და მქონდა საშინელი ჰალუცინაციები და შიშები, მინდოდა ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი, ამიტომ ვაღებინე ცხვირიდან სისხლიც ძალით გამოვუშვი და კიდევ რაც მაეჭვებს ეს არის ბიჭებმა ცივი შხაპი მიმაღებინეს, დიდი თმა მქონდა და იმ ღამეს კარგად გამოუმშრალი თმით დავიძინე. იმ ღამით როგორმე წამოვწექი მაგრამ მეორე დღეს საშინელი აზრებით ავდექი, ვიყავი პანიკაში თითქოსდა რაღაც დამმართა და ასე იქნებოდა სულ არადა არაფერი მჭირდა, მაინც მივედი ექიმთან მაგრამ არ ვარ საქართველოში და ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ვერ გავაგებინე ექიმს, ზედაპირულად შემამოწმეს და მითხრეს რომ არაფერი მჭირდა მქონდა 37 გრადუსი სიცხე და მარტო პარაცეტამოლი გამომიწერეს, მაგრამ ამან არაფერი მიშველა უფროდა უფრო ვიძაბებოდი იმის შემდეგ ექიმს კიდევ 4 ჯერ მივაკითხე, გადამიღეს ტომოგრაფია, კარდიოგრამა, სისხლის ანალიზი ამიღეს შაქარზე შემამოწმეს წნევა გამიზომეს მოკლედ ყველაფერი კარგი აღმოჩნდა . მაგრამ მე მქონდა თავბრუსხვევები და თავისტკივილები რომელიც შემდგომში უფრო გაძლიერდა, მტკიოდა ზურგის არეში კეფაზე საფეთქლებში და ზემოთ გულისრევის შეგრძნებაც მქონდა. მოკლედ ნევროპათოლოგმაც გამსინჯა მაგრამ არაფერიო მაგანაც დამიყენეს ნატრიუმის ქლორიდი 2 ბოთლი და კიდევ სხვა დღეს 1 ბოთლი ბოლოს რომ ვიყავი ექიმთან მაშინაც 37 მქონდა სიცხე მაგრამ თქვა რომ ეგ არაა სიცხეო და ყურადღება არ მიაქცია. ახლა თითქმის ყველაფერმა გამიარა მხოლოდ ოდნავ მაწუხებს თავისტკივილები წინათ გამაყუჩებლებს ვსვამდი ახლა კი აღარ, მაგრამ ცოტა გაფანტული ვარ, მეხსიერების უნარი მაქ ცოტა დაქვეითებული ასე ვფიქრობ მე, ყოველთვის რაღაცაზე ვფიქრობ. აქ ექიმებს ამ ყველაფერს ვერ ვაგებინებ საქართველოდან გამოწერილ მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე არ მაძლევენ და რა უნდა ვქნა არ ვიცი იქნება რამე მირჩიოთ?
იხილეთ პასუხისპირომეტრია
02 მაისი 2018კითხვა: პაციენტი საყოველთაო დაზღვევით პენსიონერი მიმართვის ფურცელით იგზავნება თქვენს ცენტრში სპირომეტრიის გამოკვლევაზე. გთხოვთ მოგვწეროთ დროის რა მონაკვეთშია შესაძლებელი ეს კვვლევა და რა არის მისი საფასური?
იხილეთ პასუხისტრეპტოკოკი
02 მაისი 2018კითხვა: პირის და ენის წვა მაქ ინფექციური გრიპი მქონდა კერძოდ სტრეპტოკოკი ამომეთესა ყელი მტკივდება საშინლად, მაგრამ როგორც იქნა გაიარა, მაგრამ ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქ ყელი დაბლოკილია და ნერწყვს ვერ ჩაყლაპავ, მერე გამივლის ვის უნდა მივმართო ან რა უნდა გავაკეთო?
იხილეთ პასუხიქრონიკული ხველა
02 მაისი 2018კითხვა: გამარჯობა. მაქვს ასეთი კითხვა, მქონდა ხველება,გულ მკერდზე მოჭერის შეგრძნება, რომელიც დღესაც გრძელდება, თითქოს ვარ შებოჭილი,ვსვამდი პუროქსანს,ნოშპა და კეტოტიფენი საღამოობით(თვითმკურნალობა)ხველება თითქოს ძლიერი აღარ მქონდა მაგრამ ეს შებოჭილობის შეგრძნება ვერ მოვიშორე, ორი დღე მქონდა თვალები დასიებული, გავიკეთე რენდგენი, არ მქონდა ანთება და არც საწყისი რამე ანთების, გუშინ გავიკეთე სისხლის ანალიზი ყველაფერი ნორმაშია შევადარე შედეგი და ნორმა ერთმანეთს, ერთადერთი გემოგლობინია დაბალი ნორმაა 12-15,3 მაქვს 11,1. და მომატებულია ეოზინოფილი ნორმაა 1-5 მდე , შედეგია 8,3. რას უნდა ნიშნავდეს? მადლობა წინასწარ
იხილეთ პასუხიმხედველობის დაქვეითება
02 მაისი 2018კითხვა: თქვენთან თუ კეთდება მხედველობის დაქვეითების მკურნალობა და თვალის ოპერაცია და რა თანხა ჯდება, ვარ პენსიონერი 68 წლის წინასწარ გიხდით მადლობას,მყავს რაჭველი ცოლი.
იხილეთ პასუხი