შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


კიდურის შეშუპება - ნეფროლოგია

20 აპრილი 2019

კითხვა: გამარჯობა. ყველაფერი დამეწყო მარცხენა ფეხის შეშუპებით. მეგონა ვენები იყო და დოპლერი გავიკეთე და კოაგულოგრამა. ანგიოლოგმა მითხრა რომ დოპლერზე აღმოჩნდა რომ გადიდებული მაქვს ლიმფური ჯირკვალი და მუხლში მაქვს სითხე ჩამდგარი, ასევე მცირე ლიმფედემა. გამიშვა გინეკოლოგთან და უროლოგთან. იქაც გამოვიკვლიეთ ყველაფერი და არაფერი არ ამოვიდა, გარდა ცუდი სისხლის საერთო ანალიზისა. მქონდა ლეიკოპენია, ერითროპენია და ჰემოგლობინი ზღვარს ოდნავ დაბლა. გამიშვეს ჰემატოლოგთან. ამასობაში დამეწყო სახსრების ძლიერი ტკივილი და სიცხე 37.3. ჰემატოლოგმა როგორც კი დახედა გამიშვა რევმატოლოგთან. რევმატოლოგმა გამიკეთა მანტუს, ქლამიდიას, ბრუცელოზის და ანტი ნუკლეარული ანტისხეულების ანალიზი, ასე ვე ცე რეაქტიული. არაფერი არ ამოვიდა ანას გარდა დადებითი ანა მქონდა 1.35 (ნორმა1მდე) შემდეგ გავიკეთე ორჯაჭვიანი ანტი დნმ. რაც დადებითი ამოვიდა 40 (ნორმა 20) თუმცა მირჩია გადამოწმება. გადავამოწმე გერმანიაში გაუშვით ანალიზი და ორივე უარყოფითი მოვიდა ანაც და ანტი dsdna. მოკლედ ვერ დავადგინეთ რა მჭირს. თქვენი აზრი მაინტერესებს რაზე მიიტანდით ეჭვს გარდა წითელი მგლურასი.

იხილეთ პასუხი

სწორი ნაწლავის პათოლოგია - გასტროენტეროლოგია

19 აპრილი 2019

კითხვა: 1.რომელი კვლევას საჭირო სწორი ნაწლავის პათოლოგიის დასადგენად?კიბო ან სხვა 2.შევა თუ არა პირველი პუნქტი მუცლის ღრუს გამოკვლევაში? 3.კორექტულია საჭირო ამ დროს თუ უკონტრასტო? 4.რა ეღირება? 5. თუ იმოქმედებს არდის ინდივიდუალური დაზღვევა?

იხილეთ პასუხი

ტკივილი საზარდულის მიდამოში - ტრავმატოლოგია

19 აპრილი 2019

კითხვა: ექიმო მოგესალმებით. თქვენთან მაქვს შეკითხვა- ჩემი მეუღლე 67 წლისაა. გადაიტანა მსუბუქი ფორმის ინსულტი, გაჟონვის გარეშე. მხოლოდ მეტყველება უჭირს. თუმცა ახლა სხვა პრობლემა აქვს. იშვიათად, მაგრამ მწვავედ აქვს მუცლის ქვედა ნაწილიდან გამომავალი ტკივილი საზარდულთან, ზოგჯერ ეს ტკივილი ბარძაყს გადაეცემა , ბოლოს ვენაში გაუკეთეს გამაუჩებელი ნემსი, მაგანაც არ გაუყიჩა. ტკივილი გრძელდება თითქმის ნახევარი დღე. მერე თანდათან გაუვლის. ნევროლოგმა გენეტიკურს მიაწერა. გთხოვთ მირჩიოთ ვის მივმართოთ დიაგნოზის დასადგენად და მკურნალობისთვის.

იხილეთ პასუხი

იშემიური ინსულტი - ნევროლოგია

19 აპრილი 2019

კითხვა: იშემიური ინსულტი (ნათხემში) მიიღო 63 წლის ქალმა, 10 დღეა უკვე კლინიკაშია არც კარგი შედეგია და არც ცუდი და რატოა ასე? აღენიშმება მეტყველების, ყლაპვის პრობლემა და მომენტებში არის არაადექვატური.

იხილეთ პასუხი

კო–ამლესა, ჰიპერტენზია - კარდიოლოგია

19 აპრილი 2019

კითხვა: ვიღებ წნევის წამალს კოამლესას 8+5+2,5 აქამდე ნორმალურად ვიყავი,ეს რამდენიმე დღეა 180/80 მაქვს წნევა,კაპტოპრილითაც ვერ დავიწიე,ვარ ცუდად,რა ვქნა? წეღანაც გამოვგზავნე წერილი,სიმბოლოებს სწორად ვწერ,მაგრამ არასწორიაო,მატად აღარ მოგწერთ

იხილეთ პასუხი

არტერიული წნევის დაქვეითება - ნევროლოგია

19 აპრილი 2019

კითხვა: გამარჯობა, ჯდომისას ძირითადად მაქს ცხვირის არეში ზეწოლის მოჭერის შეგრძნება, ხორხის არეში მგონია რომ რაღაც შუპდება და მიჭერს თუმცა ყლაპვა არ მიჭირს . ზოგჯკერ თან ერთვის ანალოგიურად სიმძიმის მოჭერა შუბლის და თავის არეშიც . ადგომისას მაბარბაცებს და ვგრძნობ სიმძიმეს თუმცა გავლის მერე უკეთ ვხდები რა შეიძლება იყოს ?

იხილეთ პასუხი