გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ფარინგიტი
27 ივლისი 2018კითხვა: გამარჯობა მაქვს ყელში მარჯვენა მხარეს მცირედი წვა და მიგროვდება ნახველი ერთი თვის უკან დამიდგინეს ქრონიკული ლარინგიტი წამლები მივიღე და შედეგი არამაქ მეშინია საშიში რამ არიყოს როგორ მოვიქცე ან ვის მივმართო
იხილეთ პასუხიფრჩხილის სიწითლე
27 ივლისი 2018კითხვა: მარჯვენა ცერა თითი ნუნასთან გამიწითლდა და წითელი შეფერილობის ფრჩხილი წამოვიდა.იქნებ მითხრათ,რისი ბრალი შეიძლება იყოს
იხილეთ პასუხიკვანძოვანი ჩიყვი
26 ივლისი 2018კითხვა: უკვე ერთ წელზე მეტია სისტემატურად მახველებს, მაქვს კვანძოვანი ჩიყვი, ქრონიკული ჰაიმორიტი, საყლაპავის თიაქარი. მეუბნებიან რომ ყველა ეს დაავადება შეიძლება იყოს ხველების გამომწვევი. რა შეიძლება დავლიო, რომ ცოტა შევიმსუბუქო მდგომარეობა. განსაკუთრებით ტრანსპორტში ვწუხდები.
იხილეთ პასუხიკონსულტაცია ენდოკრინოლოგთან (დამატებითი პასუხი)
26 ივლისი 2018კითხვა: უღრმესი მადლობა, ვიფიქრებ ამაზე, რომ ჩავეწერო და თქვენამდე მოვიდე, ოღონდაც ენდოკრინოლოგთან უკვე ვმკურნალობ და რაც შეეხება იმუნოლოგს, პერიოდულად დავდიოდი იმუნოლოგთანაც და იმუნიტეტის გაძლიერებას უარესი შედეგი მომცა,ჯირკვლები გამიდიდდა და სასწრაფოდ შეწყვიტეს: აუტოიმუნურ დაავადებებს არ უხდებაო. (არის კი აუტოიმუნური დაავადება?) მოკლედ ერთმა ექიმმა ისიც კი მითხრა ექიმებს ასეთი დაუდგენელი და გაურკვეველი დაავადებები არ უყვართო, მე კი მირჩევია ნევროზს დავაბრალო (ექიმების რჩევაა ეს ) და მშვიდად გაღიმებული დაველოდო დასასრულს (ნეტა როგორი იქნება)... ვცდილობ ცუდზე არ ვიფიქრო. გმადლობთ...
იხილეთ პასუხიარტერიული ჰიპერტენზია
26 ივლისი 2018კითხვა: მოგესალმებით, ჩემთვის მოულოდნელად ამიწია წნევამ 200/120-ზე. პროფილაქტიკის შემდეგ წნევა დავიდა 160/90-ზე, მაგრამ დამიტოვა სერიოზული ტკივილი გულმკერდის არეში და ე.წ კუჭის ყელთან. ექიმთან კონტაქტი აუცილებელია, მაგრამ მანამდე იქნებ მითხრათ, რა დამიზიანდა მაღალი წნევის გამო და რა შეძლება მოვიმოქმედო? წინასწარ მადლობას გიხდით.
იხილეთ პასუხიკონსულტაცია ქირურგთან
26 ივლისი 2018კითხვა: გამარჯობა, პატარა ქირურგიული ჩარევა მესაჭიროება და სოციალური თქვენთან მოქმედებს?
იხილეთ პასუხი