ოტო–რინო–ლარინგოლოგია

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ოტო–რინო–ლარინგოლოგია


ტინიტუსი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

04 მარტი 2019

კითხვა: გამარჯობა,მაქვს ტინიტუსი ცალ ყურში,სულ მაქვს 24 საათო ყოველ დღე,ტიტქმის ნახევარი წელი.კიდევ თუ გაქვთ უფასო გამოკვლევები? ბევრი სტრესი გადავიტანე და ალბათ მაგის გამო

იხილეთ პასუხი

ჰელმინთოზი, სუბფებრილური ტემპერატურა - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

28 თებერვალი 2019

კითხვა: გამარჯობა, ათ დღეზე მეტია მაქვს ტემპერატურა 37.4 მხოლოდ საღამოს 5-6 საათისთვის, დილით და მოგვიანებით ტემპერატურა იკლებს, მქონდა ენდოკრინული პრობლემა, მაგრამ ამ ეტაპისთვის ტსჰ არის 4.86. ფილტვები კი სუფთაა, სისხლის ანალიზში არის ცვლილება (როე 20) , ამასთანავე ვარ გაცივებული უკვე მეორე თვეა , მაქვს მხოლოდ თეთრი გამონადენი ცხვირიდან არ მაქვს ხველა,მაწუხებს მარჯვენა ყურისა და თავის მარჯვენა ნაწილის მცირე ტკივილი, მკერდის ძვლის ტკივილი არა გამუდმებით, უენერგიობა, ასევე მყავს ასკარიდა, თუმცა ვიმკურნალე. რასთან შეიძლება იყოს ეს ტემპერატურა კავშირში და რა გამოკვლევებს მირჩევთ.დიდი მადლობა

იხილეთ პასუხი

სმენის ნერვის ნევრიტი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

26 თებერვალი 2019

კითხვა: მოგესალმებით, გუშინ ხეჩინაშვილის კლინიკაში დამიდგინეს მარჯვენა ყურის ნევრიტი. დანიშნული მაქვს მხოლოდ B ჯგუფის ვიტამინები და ბეტასერკი. მაინტერესებს საკმარისია თუ არამხოლოდ ეს ორი პრეპარატი და შესაძლებელია თუ არა სმანის აღდგენა და კიდევ რა გამოკვლევების ჩატარებას მირჩევთ რომ დავადგინო თუ საი დან მოდის ეს დაავადება. გმადლობთ

იხილეთ პასუხი

საყლაპავის პათოლოგია - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

25 თებერვალი 2019

კითხვა: ყელის არეში ხელის დადებით და მოძრაობით მტკივა .გულმკერდის და ზურგის არეშიც ხოლმე სუნთქვის დროს მტკივა სახსრები. მაქვს შეგრძნება რომ თითქოს ხორხში რაღაც მაგრდება და შუპდება და ზოგჯერ მიჭირს სუნთქვა. ვის მივმართო ან რა შეიძლება იყოსვ ? ასეთიოი შემოტევის დროს რატომღაც კუჭში გასვლა მინდება (ვფიქრობ შიშისგან) :)))) გუშინდელიდან ესე ვარ. გულის პულსსაც ვიზომავ ხან 60 არის ხან 70-75

იხილეთ პასუხი

ვიზიტი ენდოკრინოლოგთან - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

04 თებერვალი 2019

კითხვა: გამარჯობა... 1 თვეა ყელში მოხრჩობის შეგრძნება მაქვს... მგონია რომ სპაზმია მაგრამ როცა სკოლაში ვარ და ყურადღება სხვა რაღაცაზე მაქ გადატანილი მომეხსნება. როცა ავნერვიულდები ეგრევე თავს წამოყოფს ''ბურთივით'' რაღაც ყელში. როცა ვჭამ ხელს არ მიშლის უბრალოდ წყლის სმის დროს თითქოს რაღაც ტალღასავით მოდის ხორხიდან მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ისევ ვფიქრობ რომ ყელში ბურთი მაქვს.. აღარ ვიცი რა ვიფიქრო. პანიკური შეტევებიც მქონდა. უმიზეზოდ მომდის ცრემლები ხანდახან და თავს ვგლოვობ.. როცა ხალხში ვარ მავიწყდება მაგრამ თუ ჩავუღრმავდები ამაზე ფიქრს ისევ იგივე მემართება. შეპყრობილი ვარ უკვე ამაზე ფიქრით..

იხილეთ პასუხი

დახრჩობის შეგრძნება - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

02 თებერვალი 2019

კითხვა: უკვე დიდი ხანია ყელში რაღაც მახრჩობს პერიოდულად. თითქოს ხელი მომიჭირეს თუმცა არ ვიხრჩობი. ვიყავი ჯაფარიძესთან, მითხრა არაფერი გაქვსო მხოლოდ გლანდები გაქვს გასაკეთებელიო. ცოტა ხნის მერე ისევ ამეკვიატა რო ცუდი რაღაც მჭირს. წავედი პირადად მარდალეიშვილმა გამსინჯა არაფერი გაქვსო. მკვეთრად გამოხატული ნერვოზი გაქვსო. ცოტა ხანი გამივლის ისევ მეწყება სად წავიდე იქნებ მირჩიოთ. ყელში ხან დაბლა მიჭერს ხან მაღლა ანუ ხორხის დასაწყისში და დასასრულში. თუ სწორად ავხენი არ ვიცი. რას მეტყვით ვის მივმართო

იხილეთ პასუხი

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს