ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ნევროლოგია
გრანდაქსინი - ნევროლოგია
12 აპრილი 2019კითხვა: გამარჯობა პრველ რიგში მინდა გითხრათ ჩემი ზოგადი სიმპტომები. ჩემს პირად ექიმთან მივედი ჩივილებით, რომ მიწევს სტრესულ გარემოში მუშაობა, ძირითადად სულ თავს ვგრძნობ დაღლილად, მიუხედავად იმისა გამოძინეწბული ვარ თუ არა. ჩაძინების პრობლემები არ მაქვს, მაგრამ ახალგაღვიძებულზეც ვგრძობ რომ არ მყოფნის ძილი. გავხდი უფრო არააქტიური, მოთენთილი, ადვილად ვღიზიანდები. მოკლედ ამ ყველაფრის ფონზე ექიმმა დამინიშნა "გრანდაქსინი" ორი თვის მანძილზე, პირველი სამი კვირა დღეში სამჯერ დილით და შუადღეს 1/4 და საღამოს 1/2, შემდეგ დოზა შეამცირა.მაინტერესებს რამდენად რეკომენდირებულია ამ წამლის მიღება მხოლოდ ამ სიმპრომებზე, ზოგადად ვერიდები წამლების დალევას მითუმეტეს ისეთი წამლების რომლებმაც იცის შეჩვევა. მაინტერესებს რამდენად იცის შეჩვევა ამ წამალმა? მადლობელი ვარ წინასწარ პასუხისთვის.
იხილეთ პასუხივიზიტი სპეციალისტთან - ნევროლოგია
11 აპრილი 2019კითხვა: გამარჯობა, გთხოვთ მიპასუხოთ, მქონდა შეტევა რესტორანში სოკოს ჭამის შემდეგ ვიფიქრე რომ მოვიწამლე და დამეწყო შეტევა წნევა ამივარდა გული ამიჩქარდა დამეწყო კანკალი და შეგრძნება გონების გათიშვის, გავიკეთე სისხლის ზოგადი ანალიზი ამოვირეცხე კუჭი გავიკეთე შარდის ანალიზი მაგრამ ყველაფერი რიგზეა, გლანდები მაქ გადაგვარებული და ეხლა ვიკვლკევ ჩიყვს... და იმ შეტევის შემდეგ დღეებში მაქვს თავბრუს ხვევა დრო და დრო პულსის მომატება კანკალი და ცივი ოფლი მასხავს,მიბუჟდება დრო და დრო ენა და ყურები, ნევროპათოლოგი მოვინახულე და დამინიშნა წამლები, თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ შეიძლება ნერვების ბრალი იყოს თუ დამჭირდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გავიკეთო ?
იხილეთ პასუხიელექტროენცეფალოგრამა ბინაზე მისვლით - ნევროლოგია
10 აპრილი 2019კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს სახლში მწოლიარე ავადმყოფისთვის თუ შეიძლება ენცეფალოგრამის გადაღება. მადლობა
იხილეთ პასუხიკალციუმის დეფიციტი, ოსტეოქონდროზი - ნევროლოგია
08 აპრილი 2019კითხვა: მოგესალმებით,მაწუხებს მარჯვენა მხრის კისრის ბეჭის მკლავის სიმხურვალე გამჭოლი ტკივილი დაჭიმულობის შეგრძნება ,ჭვალი მარჯვენა გულმკერდის,არეში,წინა გულმკერდის ნეკნებზე ხან სიმხურვალის და,წვის შეგრძნება აგრეთვე ნეკნის სიმაგრე ხელით როცა ვნახულობ,გავიკეთე კალცის ანალიზი და ნაკლებია ნორმაზე,ორთოპედმა როგორც მითხრა ოსტეოქონდროზი მაქვს,ეს ნეკნთან ხრტილის გაძვალებაა ან კალცის ჩალაგება, ივარჯიშე და ცურვაზე იარეო, საშიშია თუ არა ეს გაძვალება და რა უნდა გავაკეთო? მადლობა
იხილეთ პასუხიკისრის ოსტეოქონდროზი - ნევროლოგია
08 აპრილი 2019კითხვა: მოგესალმებით, ვარ 35 წლის მამაკაცი. მაქვს ოსტეოქონდროზი, ჯერ ვერ მოვახერხე მკურნალობა, ყოველ საათში ერთხელ მაინც კისრის სხვადასხვა მხარეს მოძრაობით და დატკაცუნებით ტკივილი მეშვება დროებით ( წელის არეშიც მაქვს თიაქარი, ტომოგრაფიით დადასტურდა). ბოლო დაახლობით ერთი წელია დროგამოშვებით ტკივილი დამიწყო მარცხენა თვალმა, ატკივების, დაჭიმვის დროს თვალზე ხელის დაჭერით, ჩაწოლით, თვალის მოზელით (ამ დროს თვალი გამოსცემს უცნაურ ხმას, რაღაც წკაპუნის ან ჭყაპუნის მაგვარს) მიქრება ტკივილი. შესაძლებელია თუ არა ეს იყოს ოსტეოქონდროზის ბრალი? ან რა შეიძლება იყოს. მადლობა წინასწარ
იხილეთ პასუხისამწვერა ნერვის ნევრალგია - ნევროლოგია
06 აპრილი 2019კითხვა: მამაჩემს აქვს სახეზე სამწვერა ნერვის ანთება,85 წლისაა,აქვს ტკივილი,ვასმევთ კარბამაზეპინს,მაგრამ მაინც ტკივა.იქნებ რამე მირჩიოთ,რომ ტკივილი შევუჩეროთ
იხილეთ პასუხიგამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.