ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ნევროლოგია
ვიზიტი სპეციალისტთან - ნევროლოგია
02 მაისი 2019კითხვა: მოგესალმებით, ჩემს მეუღლეს აქვს სისტემატიური ყრუ, მფეთქავი თავის ტკივილები განსაკუთრებით, თავის ქალის მარცხენა ნაწილში, ასევე ემართება ხოლმე ძლიერი შეტევითი ტკივილები როდესაც განერვიულდება, ასევე ორგაზმის დროსაც, განსაკუთრებით ძლიერად იგივე მარცხენა მხარეს, რომელიც აწვება მარცხენა თვა ლსაც, ასევე უბუჟდება და სიმძიმე აქვს ფეხის კუნთებზე, ექიმმა ჩაგვაბარებინა პოტრომბინის ანალიზი და ქონდა 111, სხვა არ უნდა არაფერიო. ჩვენ მაინც გვინდა თავზე ჩავიტაროთ კომპიუტერული გამოკვლევა და იქნებ მითხრათ რა ტიპის გამოკვლევა უნდა ჩავიტაროთ, რომ გამოვრიცხოთ ყველანაირი შემთხვევა. დიდი მადლობა წინასწარ.
იხილეთ პასუხიკისრის ოსტეოქონდროზი - ნევროლოგია
01 მაისი 2019კითხვა: გამარჯობა, ვარ 18 წლის . ამ ბოლო დროს დამეწყო თავის ტკვილი,რომელსაც თან სდევს რომელიმე ხელის გაბუჟება , შემდეგ ყბისა და ენის მისუსტდება მეტყველებისა და აზროვნების უნარი . დაახლოებით 1 საათი გრძელდება ეს ყოველი შემდეგ ჩვეულებრივ ვარ . იქნებ მირჩიოთ ვის მივმართო?
იხილეთ პასუხიკეფის ტკივილი - ნევროლოგია
24 აპრილი 2019კითხვა: გამარჯობა .. რამდენიმე დღეა მაწუხებს კისრის წვა და ტკივილი, ტკივილი ვრცელდება კეფის არეშიც. რისი ბრალი შეიძლება იყოს? გმადლობთ წინასწარ
იხილეთ პასუხინათხემოვანი ატაქსია - ნევროლოგია
22 აპრილი 2019კითხვა: გამარჯობა, ნათხემოვანი ატაქსიის მკურნალობა თუ არის შესაძლებელი და რა პროცედურას მოიცავს?
იხილეთ პასუხიყბა–სახისა და თმის ძირების ტკივილი - ნევროლოგია
20 აპრილი 2019კითხვა: გამარჯობა. ვარ 37 წლის ქალბატონი. მეოთხე დღეა მაქვს თავის მარცხენა მხარეს მწველი ტკივილი, ტკივილი მაქვს თვალის და ყბის მიდამოშიც, მარცხენა მხარეს... ისეთი მოვლითი ტკივილი მაქვს ყბაზე, რომ არ ვიცოდე არცერთი კბილის პრობლემა, რომ არ მაქვს, ვიფიქრებდი კბილიდან გამოწვეული პრობლემაათქო... ტკივილგამაყუჩებელზე მიყუჩდება რამდენიმე საათით და შემდეგ ისევ მეწყება.... დილა იწყება ტკივილით... ღამით მარცხენა მხარეს, საფეთქელსა და ყურში გამალებულ ფეთქვვას ვგრძნობ და მესმის... მოკლედ სასწაულად მეშინია, გარდა იმისა, რომ ამის ატანა შეუძლებელია, ასე მგონია რაღაც საშინელება მჭირს... დღეს საღამოს თმის ძირების ტკივილიც დამეწყო. სასწაულად მტკივა მაშინ როცა ხელს ვკიდებ თმის ძირებს და თმას აქეთ-იქეთ ვწევ თითებით... მირჩიეთ როგორ მოვიქცე, ვის მივმართო და მაინტერესებს თქვენი აზრი, რისგან შეიძლება იყოს ეს გამოწვეული?... P. S დღეს შეგნებულად არ დავლიე არანაირი გამაყუჩებელი და მთელი დღის განმავლობაში ასე მტკივა ყრუდ და განუწყვეტლად....
იხილეთ პასუხიგაფანტული სკლეროზი - ნევროლოგია
20 აპრილი 2019კითხვა: გამარჯობა , ვარ 41 წლის , 2 წლის წინ დამეწყო საეჭვო სიმპტომები , მიჭირდა სიარული..ნერვოლოგთან მქონდა ვიზიტი , რომელმაც დამისვა დიაგნოზი_გაფანტ.სკლეროზი..:( ვიმკურნალე სოლუმედროლის 1000მგ. 5გადასხმით. სრულად გამოვკლეთდი , მაგარმ მხედველობის დაკლება დამეწყო მომდევნო წლის იგივე დროს..ისევ გავიკეთე სრული გად ასხმის კურსი და მხედველობა აღმიდგა..ახლაც მეშინია დ მაინც სულ ვფიქრობ კიდევ არ გამიმეოროს..გთხოვთ მირჩიოთ რამე..რაშეიძლება გავიკეთო რომ გავზარდო რემისიების დრო..:( რას მირჩევთ..
იხილეთ პასუხიგამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.