ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ნეიროქირურგია
შმორლის თიაქარი - ნეიროქირურგია
02 აპრილი 2019კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს ლორდოზი და L2 და L3 ის შმორლის თიაქარი საშიშია ?
იხილეთ პასუხიმაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის პასუხი - ნეიროქირურგია
02 აპრილი 2019კითხვა: გამარჯობა, ჩავიტარე თავის ტვინის მეგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა ანგიოგრამით.დასკვნაში მიწერია : არსებული მ.რ.ტ კვლევით ვლინდება სუსტად გამოხატული ქრონიკული პერივენტრიკულური ლეიკოენცეფალოპათია.ტვინის დიდი ცისტერნის ჰიპოგენეზია.ორმხრივი ქრონიკული ეთმოირიდიტის და მარცხენამხრივი მასტოიდიტის მ.რ. ნიშნები. შეგიძლიათ ამიხსნათ,რამდენად რთული მდგომარეობაა და როგორი შეიძლება იყოს მკურნალობა? ფარისებრი ჯირკვალი მაქვს ამოღებული,ვინაიდან პაპილომური კარცენომის პირველი სტადია მქონდა.მაწუხებს თითქმის ყოველდღიური თავის ტკივილი შუბლისა და ნახევარსფეროების წილში.ასევე დაჭიმულობა კეფის წილში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის
იხილეთ პასუხიხერხემლის თიაქარი - ნეიროქირურგია
01 აპრილი 2019კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს რა ღირს ხერხემლის რენტგენი. აწუხებს ხერხემალი. ვიცი ტომოგრაფია უნდა მარა ძვირია და ვერ ვახერხებთ. შესაძლებელია თიაქარიც ქონდეს. რენტგენზე ჩანს თუ თიაქარი აღმოაჩნდა? მადლობა წინასწარ.
იხილეთ პასუხითავის ტვინის კისტა - ნეიროქირურგია
14 მარტი 2019კითხვა: გამარჯობა .ჩემს მეგობარს აღმოაჩნდა თავში ტვინთან კისტა რომელიც არის ექვსი მილიმეტრის, მას ააქვს ხშირი თავის ტკივილები და ხშირადაც ავადობს. როგორ მოიქცეს გთხოვთ დამაკვალიანოთ . მადლობა
იხილეთ პასუხიქოლესტერინის ფოლაქი საძილე არტერიაში - ნეიროქირურგია
01 მარტი 2019კითხვა: მოგესალმებით. მაინტერესებს რას ნიშნავს ქოლესტერინის ფოლაქი საძილე არტერიაში? რომელი პროფილის ექიმის კომპეტენციაა და როგორ ხდება დიაგნოსტირება? და არსებობს თუ არა მკურნალობის გზა? გმადლობთ
იხილეთ პასუხივიზიტი სპეციალისტთან - ნეიროქირურგია
25 თებერვალი 2019კითხვა: გამარჯობა.მხარის,გულმკერდის და მუცლის ღრუს ტკივილი დამეწყო დაახლოებით 15 წლის წინ,თუმცა ძალიან იშვიათად მქონდა შეტევები,ალბათ წელიწადში ერთხელ.ბოლო 7 წელია ვცხოვრობ საფრანგეთში,ნორმანდიაში,სადაც ნესტიანი ჰავაა და სულ ქარია და ტკივილი მომემატა და შეტევები გამიხშირდა,თითქმის ყოველ 2 კვირაში ან მაქსიმუმ თვეში ერთხელ საწოლს მაჯაჭვავს მინიმუმ 3 დღით.ანუ იწყება თითქმის კისერთან,მხარის ყრუ ტკივილით.შემდეგ ნელ-ნელა ძლიერდება,ადის 10 ბალიანი შეფასებით 7-8 მდე.მეორე დღეს გადადის გულ-მკერდზე,(8-9 "ბალი")მიჭირს სუნთქვა,საუბარი,მოძრაობა,გეგონება ნეკნები მერჭობა ფილტვებში,მაქვს გულის რევა,დაბალი სიცხე ,37.5. მესამე დღეს ტკივილი გადადის მუცლის ღრუში,კუჭის მიდამოებში და ნელ-ნელა ნელდება.99% გრძ ელდება 3 დღე,მეტი არა და ასე მეორდება ხან ყოველ 2 კვირაში ერთხელ,ხან თვეში ერთხელ და ასე ვიტანჯები.ანალიზები აჩვენებს რომ შეტევის დროს პროტეინ ც რეაქტივი 5 -ის ნაცვლად მაქვს 205-ზე.ამის გამო ერთხელ პერიკარდიტიც კი იეჭვეს და 2 კვირა დამაწვინეს კარდიოლოგიურში,გამიკეთეს ეხო და სკანერი გულზე,უწყვეტი კარდიოგრამა,გული გამოირიცხა,ჯანსაღია.შემდეგ იეჭვეს ტუბერკულიოზი,იკვლიეს დიდხა ნს,გამოირიცხა.შემდეგ მორიგმა ექიმმა ანალიზების საფუძველზე დაადგინა, რომ ხმელთაშუა ზღვის ციებცხელება,პერიოდული დაავადება გაქვსო(სომხურ დაავადებას რომ ეძახიან.ქართველი ვარ ვიცი,სომეხი არავინ მყოლია,მაგრამ დაზუსტებით რა თქმა უნდა ვერაფერს ვამტკიცებ.დედა წარმოშობით იმერელი,მამა მთიული,მეც და მშობლებიც დავიბადეთ და გავიზარდეთ რუსთავში).დამინიშნა კოლხიცინი,ვსვამ,შეტევები კი გრძელდება.ამ დროს მაქვს საშინელი გაზები მუცელშივდა ბოყინი,კუჭიც მტკივა.დავაკვირდი,შეტევა მეწყება თუ ცოტა შემცივა,ან ვინერვიულებ ხოლმე.არ ვეთანხმები ფრანგების დიაგნოზს,სიმპტომები სხვაა მაინც,მაღალი სიცხე არ მაქვს,მუცელი წყლით არ მევსება,არ მებერება.მხოლოდ მიბუყბუყებს და გაზები.ეს დაავადება გენეტიკურია,მაგრამ არც ოჯახის წევრს და არც ნათესავს მსგავსი არაფერი აქვს მინ. 4 თაობაში არ მსმენია არავისგან მსგავსი ჩივილები.თან რაც ნესტიან ჰავაში გადმოვედი,მას მერე გამირთულდა.უფრო ნეკნთაშუა ნევრალგია ან რამე მსგავსი ,ნერვის ანთება ქრონიკულში გადასული და ა.შ. მგონია+ გასტრიტი,რომელიც მაქვს ვიცი.იქნებ მირჩიოთ რა ვქნა,რისი გამოკვლევა გავიკეთო.დაზღვევა კარგი მაქვს, პლასტიკური ოპერაციების გარდა ყველაფერი უფასო მაქვს.რა და როგორ გამოვიკვლიო,ვის მივმართო.მადლობა წინასწარ.
იხილეთ პასუხიგამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.