გინეკოლოგია

გინეკოლოგია

გინეკოლოგიის დეპარტამენტში პაციენტები სარგებლობენ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით.

კლინიკის პროფესიონალი და კეთილგანწყობილი გინეკოლოგები ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში მართავენ ყველა ტიპის გინეკოლოგიურ პრობლემას. უახლესი სამედიცინო აპარატურის მეშვეობით შესაძლებელია დაავადების დროული დიაგნოსტირება შემდგომი სწორი და ეფექტური მკურნალობისთვის.

რა ტიპის სადიაგნოსტიკო კვლევებია ხელმისაწვდომი კლინიკაში?

გინეკოლოგიის დეპარტამენტში ჯანმრთელობის პროფილაქტიკისა თუ სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადების გამოვლენის მიზნით ტარდება:

  1. გინეკოლოგის კონსულტაცია;
  2. საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია;
  3. გინეკოლოგიური ექოსკოპია;
  4. კოლპოსკოპია;
  5. პაპ–ტესტის ანალიზი.

გინეკოლოგიური დაავადებების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა

დეპარტამენტი გთავაზობთ ისეთი პათოლოგიების კონსერვატიულ და ქირურგიულ მკურნალობას როგორიცაა:

  • პრე და პოსტ მენოპაუზის პერიოდები;
  • ენდომეტრიოზი;
  • საშვილოსნოს დაწევა და გამოვარდნა;
  • საშოს წინა და უკანა კედლის დაწევა;
  • სხვადასხვა გენეზის სისხლდენა საშვილოსნოდან და სხვა;
  • საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტირებას და მკურნალობა.

დეპარტამენტში ტარდება ყველა სირთულის ოპერაცია როგორც ღია წესით, ისე ლაპაროსკოპიულად.

გინეკოლოგიურ ოპერაციათა დიდი ნაწილი ხორციელდება ლაპაროსკოპიული მიდგომით – ქირურგიული ჩარევის ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალბატონებისთვის. 

საოფისე გინეკოლოგია

კლინიკაში წარმატებით ხორციელდება საოფისე გინეკოლოგია.

აღსანიშნავია, რომ საოფისე გინეკოლოგიის პირობებში, ოპერაციული ჩარევების შედეგად გამოწვეული გართულებების რაოდენობა თითქმის ნულს უტოლდება.

საოფისე გინეკოლოგიის მეშვეობით, პაციენტს შეუძლია სამუშაო დღის შემდეგ ეწვიოს კლინიკას და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, იმავე დღეს დაბრუნდეს სახლში. ქალბატონს მეორე დღის განრიგის შეცვლა არ უწევს და პრაქტიკულად მანიპულაციის დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

რასაკვირველია, თუ გინეკოლოგიური ჩივილები არ დაექვემდებარება საოფისე გინეკოლოგიის მოთხოვნებს, დგება სტანდარტული ქირურგიული ჩატარების აუცილებლობა – მეთოდს გინეკოლოგი ადგენს.

აქციები

სიახლეები