ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგები მართავენ ქირურგიის სფეროში არსებულ ყველა სახის პათოლოგიურ მდგომარეობას.
კლინიკის მაღალკვალიფიციური ქირურგები ატარებენ ოპერაციებს როგორც ღია წესით, ისე ლაპაროსკოპიული, თუ ენდოსკოპიური მეთოდებით.
რა ტიპის ოპერაციები ტარდება?
ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული თანამედროვე მიდგომებით ტარდება ოპერაციები შემდეგ ორგანოებსა და სისტემებზე:
- პანკრეასი;
- ღვიძლი;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
- ნაღვლის ბუშტი;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტი;
- სპლენექტომია ელენთის ან ჰემატოლოგიური დაავადებების დროს;
- ბარიატრიული ოპერაციები და სხვა.
ბარიატრიული ქირურგია
კლინიკაში წარმატებით ხორციელდება ბარიატრიული ქირურგიული ოპერაციები. ცნობისათვის, ბარიატრია მედიცინის დარგია, რომლის მიზანსაც ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზების დადგენა და ქირურგიული მკურნალობა წარმოადგენს.
სიმსუქნე პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, რომელიც მოიცავს გენეტიკურ, ენდოკრინულ, მეტაბოლურ, საყოფაცხოვრებო, ფსიქოლოგიურ ფაქტორებს.
აღსანიშნავია, რომ ჭარბ წონასთან ბრძოლა ქირურგიული გზით საჭირო ხდება მაშინ, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (BMI) აღემატება 35-40კგ/მ2 და ამასთანავე, პაციენტს აღენიშნება მეტაბოლური სინდრომით გამოწვეული ისეთი პათოლოგიები როგორიცაა მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადებები, ოსტეოპოროზი, ვენური უკმარისობა, რეპროდუქციული დისფუნქციები.
რა არის სლივ–გასტრექტომია?
სლივ–გასტრექტომია კუჭის ვერტიკალური რეზექციაა, რომლის დროსაც მცირდება კუჭის მოცულობა.
ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. საუბარია გრელინზე, რომელიც შიმშილის გრძნობას იწვევს. ეს ოპერაცია ჭარბ წონას ებრძვის და უზრუნველყოფს სიმსუქნის თანმხლები დაავადებების რეგრესს.
ლაპაროსკოპიული ოპერაცია, რომელიც კუჭის მოცულობას ამცირებს და ჭარბ წონას ებრძვის, წლებია წარმატებით ტარდება კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“. კლინიკის ბარიატრიული ქირურგების მეშვეობით ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიკლო 100 კილოგრამზე მეტი.
რა არის კუჭის ბალონირება?
კლინიკაში წარმატებით ტარდება სიმსუქნის მკურნალობის კიდევ ერთი და ამჯერად უოპერაციო, 30–წუთიანი ენდოსკოპიური პროცედურა, რომელიც ცნობილია კუჭის ბალონირების სახელწოდებით.
საუბარია სპეციალურ სამედიცინო ბალონზე, რომლის დახმარებითაც პაციენტი ბევრს ვეღარ მიირთმევს და სასურველ წონას უბრუნდება. ბალონი ნაწილობრივ ავსებს კუჭის მოცულობას, რის გამოც შიმშილის შეგრძნება ქვეითდება.
ლაპაროსკოპიული ქირურგია
ლაპაროსკოპიულ ოპერაციას საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს. უპირველეს ყოვლისა ნაკლებტრავმულია, ამიტომ რეაბილიტაციის პერიოდიც უფრო სწრაფად და მარტივად მიმდინარეობს, ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდიც გაცილებით ხანმოკლე და მსუბუქია. ასევე განსაკუთრებული მოვლა, წოლითი რეჟიმი და ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა საჭირო არ არის, პოსტოპერაციული გართულების რისკი მცირეა. ნაკერები უფრო ადვილად ხორცდება, ზომის გამო.
ამ ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, მაგალითად, დიაბეტით დაავადებულთათვის (ამ დაავადების მქონე პაციენტებში შეხორცების პროცესი ძალიან რთულად მიმდინარეობს).
ლაპაროსკოპიული ოპერაციების დროს მუცლის ღრუ დახურული რჩება, ამიტომ ოპერაციის შემდგომი ინფექციის ალბათობა მინიმალურია.
სამედიცინო აღჭურვილობა
ქირურგიის დეპარტამენტი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურითა და პოსტოპერაციული პალატებით.
მცირე ინვაზიური ჩარევები ტარდება ბოლო თაობის კომპიუტერული ტომოგრაფისა და ექოსკოპიის აპარატის კონტროლით.