ჰემატოლოგია

ჰემატოლოგია

ჰემატოლოგია მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის სისხლს, სისხლმბად სისტემას, მის აგებულებას, ფუნქციებს, დაავადებებსა და მკურნალობის მეთოდებს.

აგრეთვე შეისწავლის სისხლის წარმოქმნის პროცესებსა და მათ ცვლილებებს ორგანიზმის სხვადასხვა  პათოლოგიური მდგომარეობის დროს.

რა უნდა ვიცოდეთ ჰემატოლოგიის დეპარტამენტის შესახებ?

კლინიკის ჰემატოლოგიის დეპარტამენტი გაშლილია 15 საწოლზე. დეპარტამენტის კუთვნილ სისხლის ლაბორატორიაში ტარდება სისხლის, ძვლის ტვინის, ლიმფური კვანძების გამოკვლევა.  კლინიკაში განთავსებულია ასევე ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრი, რომელიც სამედიცინო სერვისს აწვდის სისხლის შედედების პათოლოგიის მქონე პაციენტებს. აღნიშნული ცენტრი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ემსახურება ჰემოფილიით და სხვა მემკვიდრული სისხლმდენი დაავადების მქონე პაციენტებს.

დეპარტამენტის ექიმები მართავენ/მკურნალობენ ისეთ პათოლოგიებს, როგორიცაა:

  • არაჰოჯკინის და ჰოჯკინის ლიმფომა;
  • თრომბოციტოპენიური პურპურა;
  • მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები;
  • მიელომური დაავადება;
  • ანემიები და სხვა.

კლინიკის ჰემატოლოგები მუდმივად მონაწილეობენ საერთაშორისო კვლევებსა და კონფერენციებში.