ამბულატორია

ამბულატორია

კლინიკის ამბულატორიული დეპარტამენტი ახორციელებს პაციენტთა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას თანამედროვე სტანდარტებით.

დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, უახლესი მეთოდების გამოყენებით, დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს.

ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სარგებლობს კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ამბულატორიული მომსახურებით. კლინიკა მომხმარებელს სთავაზობს როგორც სხვადასხვა პროფილის ექიმის უფასო კონსულტაციას, ისე უპრეცედენტო ფასდაკლებებს მნიშვნელოვან სადიაგნოსტიკო კვლევებზე.

დეპარტამენტის ულტრათანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობა

დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით.

მამოგრაფია

Planmed Clarity 3D ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე კლინიკის ულტრათანამედროვე მამოგრაფი ახალი სიტყვაა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების ადრეულ დიაგნოსტირებაში და გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით.

ჩვეულებრივი მამოგრაფიული კვლევის დროს შესაძლოა მოხდეს სხვა ქსოვილოვანი სტრუქტურების ზედდება სიმსივნურ წარმონაქმნზე და შესაბამისად, გართულდეს დიაგნოზის დასმის შესაძლებლობა, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მამოგრაფი კი ტომომარკერის ტექნოლოგიის საშუალებით, უზუსტეს, მკვეთრ და გარჩევად გამოსახულებას იძლევა, ყოველგვარი არტეფაქტის გარეშე. მისი საშუალებით შესაძლებელია სარძევე ჯირკვლის სერიული სურათების მიღება სხვადასხვა კუთხით, რაც საბოლოოდ გვაძლევს პათოლოგიური პროცესის 3D გამოსახულებას და მის ზუსტ სივრცით კოორდინატებს.  

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მამოგრაფიისაგან განსხვავებით ტომოსინთეზის პროცედურა გაცილებით კომფორტულია, რადგან ამ შემთხვევაში სარძევე ჯირკვლის კომპრესია მინიმალურია.

კომპიუტერული ტომოგრაფია

კლინიკის 160–შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი Toshiba Aquilion Lightning SP დაავადების დროული დიაგნოსტირებისა და პრევენციისთვის საჭირო ულტრათანამედროვე აპარატია.  

ტომოგრაფი გამოირჩევა მაქსიმალური კლინიკური შესაძლებლობებით, უსწრაფესი სკანირების ფუნქციით.

რას ნიშნავს 160 შრე, რა დატვირთვა აქვს? 64 და 80–შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფებთან შედარებით, 160–შრიანი Aquilion Lightning SP–ის საშუალებით მნიშვნელოვნად მცირდება სკანირებისთვის საჭირო დრო. ჩვენი კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფი ერთ ბრუნში მოიცავს სხეულის მეტ დიაპაზონს და შესაბამისად, წინამორბედ სისტემებთან შედარებით კვლევის მეტ არეს გაცილებით სწრაფად ფარავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სწრაფი სკანირება მნიშვნელოვნად ამცირებს კვლევისთვის საჭირო კონტრასტის მოცულობას, ასევე ამცირებს მოძრაობის არტეფაქტებს, რადგან კვლევა ხორციელდება იმდენად სწრაფად, რომ პაციენტს სუნთქვის შეკავება ძალიან მცირე დროით უწევს – ეს ყველაფერი კი დადებითად აისახება გამოსახულებისა და დიაგნოსტირების ხარისხზე.

ვიზუალიზებაა ერთ–ერთი ფუნქცია, რომელიც „ახალი სიცოცხლის“ კომპიუტერულ ტომოგრაფს სხვა მოდელებისგან გამოარჩევს, კერძოდ, Lightning SP აღჭურვილია ფართო KV (კილოვოლტი) და MA (მილიამპერი) დიაპაზონით, რაც თავის მხრივ რეგულირდება მანუალურად, ოპერატორის მიერ და ასევე ავტომატურად, Sure Exposure რეჟიმით. ეს რეჟიმი ავტომატურად, პაციენტისთვის ინდივიდუალურად ირჩევს დასხივების საჭირო ინტენსივობას – მისი წყალობით კვლევა ხდება დამზოგველი, ხოლო პაციენტისთვის უსაფრთხო.

აღჭურვილია მეოთხე თაობის AIDR 3D რეკონსტრუქციის ალგორითმით, რომელიც 75%–ით ამცირებს რადიაციულ დოზას, გამოსახულებას ამუშავებს პროგრამულად ახალი ალგორითმით, ზრდის დამუშავების პროცესის სიჩქარეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ალგორითმი ავტომატურადაა გააქტიურებული ყველა კვლევის პროტოკოლში და ამ ფუნქციებით კვლევა მარტივდება, სწრაფად და ხარისხიანად, რაც მთავარია უსაფრთხოდ მიმდინარეობს.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კომპიუტერულ ტომოგრაფს აქვს მაქსიმალური კლინიკური შესაძლებლობები და ერთ–ერთია რკინის არტეფაქტების მოსაცილებელი რეჟიმი. Toshiba Aquilion Lightning SP რკინის არტეფაქტებს აშორებს სპირალური სკანირების რეჟიმში.

კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფის საშუალებით შესაძლებელია მრავალი ანომალიისა და პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტირება, გამოვლენა და პრევენცია.

ექოსკოპია

სამედიცინო ბაზარზე კორპორაცია General Electric–მა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა  – შეიქმნა ახალი ექოსკოპიის აპარატი Voluson E 10, რომელსაც მეცნიერებმა უკვე უწოდეს “მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი აპარატი“. Voluson E 10–ის მეშვეობით, ექიმი იკვლევს პაციენტს 2D, 3D, 4D რეჟიმებში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთა გამოკვლევისას, რადგან გვაძლევს ნაყოფის გამოსახულებას რეალურ დროში.

ულტრათანამედროვე აპარატის ელექტრონული მატრიცის 4D ტექნოლოგიის საშუალებით ექიმებს საშუალება აქვთ მცირე დროში მიიღონ უმაღლესი ხარისხის,  მკაფიო გამოსახულება. აპარატი ახდენს გამოსახულების მკვეთრ ვიზუალიზებას.  მისმა ინოვაციურმა პლატფორმამ და პროგრამულმა უზრუნველყოფამ საგრძნობლად შეამცირა როგორც 2D ვიზუალიზებისთვის, ისე 4D რეკონსტრუქციისთვის საჭირო დრო.

აპარატი  აღჭურვილია მაღალმგრძნობიარე და მრავალფუნქციური დოპლერით. ელექტრონული  კონვექსის  ტიპის  4D  გადამწოდი  უზრუნველყოფს  მაქსიმალურად რეალურ  გამოსახულებას. ამ ფუნქციის წყალობით, შესაძლებელია ადრეული ვადებიდანვე  გამოვავლინოთ  ნაყოფის  ისეთი  პათოლოგიები, რაც ადრე შეუძლებელი იყო.

უაღრესად მნიშვნელოვან აპლიკაციებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია HD LIVE და HD LIVE SMOOTH. მოგეხსენებათ, თუ რამდენად ემოციურია მშობლისთვის გაიცნოს პატარა დაბადებამდე. ამ დაუვიწყარ შეგრძნებას, შესაძლებლობას გთავაზობთ Voluson E 10. აპარატი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ნაყოფის მიმიკები. ეკრანზე მომავალი მშობლები ხედავენ თუ როგორ გუნება–განწყობილებაზეა საშვილოსნოში მყოფი პატარა. გამოსახულება იმდენად რეალური და მკაფიოა, რომ თვალნათლივ ჩანს ნაყოფის ემოცია.

ამასთან, ეს თანამედროვე აპარატი  მხოლოდ სამეანო კვლევებში არ გამოიყენება. იგივე ექოსკოპიის აპარატით საუკეთესო ხარისხის სურათი მიიღება ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის (ექო–მამოგრაფია), მუცლის ღრუსა და შარდ–სასქესო სისტემის გამოკვლევისას. ელასტოგრაფიის დახმარებით შეგვიძლია დავადგინოთ ახალწარმონაქმნის ხასიათი, მაგალითად, ის კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი. შეგვიძლია 95%–ით განვსაზღვროთ მკურნალობის ტაქტიკა.

Voluson E 10–ის დახმარებით მუცლის ღრუში ჩინებულად ვხედავთ შინაგან ორგანოებს, მათ ფუნქციონირებას. აპარატის კიდევ ერთი ფუნქციაა რბილი ქსოვილების პათოლოგიური პროცესების დიაგნოსტირება.

გინეკოლოგიაში საშვილოსნოს პათოლოგიებს ვადგენთ 3D რეჟიმში. შეგვიძლია აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა, პოლიპი, საკვერცხის კისტა და სხვა.

ჰოლტერის მონიტორირება

ჰოლტერის მონიტორირება კვლევის მეთოდია, რომლის დროსაც გულის რიტმის უწყვეტი ჩაწერა ხორციელდება. გამოკვლევას ჩვეულებრივ 24 საათი ეთმობა.

კვლევის ამ მეთოდს ამბულატორიულ ელექტროკარდიოგრამასაც უწოდებენ. გულის რიტმის ჩაწერა გულმკერდზე დამაგრებული ელექტროდების საშუალებით ხორციელდება. ელექტროდები პატარა პლასტიკური ფირფიტებია, რომლებიც მავთულების საშუალებით დაკავშირებულია მონიტორთან. ამ ტესტით ექიმი აფასებს გულის მუშაობას როგორც ჩვეული ფიზიკური დატვირთვის დროს, ისე ღამით, მოსვენებულ მდგომარეობაში.

ასევე გთავაზობთ გულის ექოსკოპიას. ექოკარდიოგრაფია წარმოადგენს გულის ულტრაბგერით კვლევას, რომლის საშუალებითაც ხდება გულის ღრუების, სარქველებისა და სხვა სტრუქტურების დათვალიერება, გულის კუნთის კუმშვადობისა და ფუნქციური მაჩვენებლების შეფასება. 

ელექტროკარდიოგრაფიული დატვირთვის ტესტი, ტრედმილი, სარბენი ბილიკი

ინგლისური წარმოების, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი BTL სისტემის სტრეს ტესტის მოწყობილობა წარმოადგენს ელექტროკარდიოგრაფიული დატვირთვის ტესტს (ერთგვარი სარბენი ბილიკი, გარკვეული სიჩქარით მოძრავი ბილიკი, რომელზეც პაციენტი დადის და სწორედ ფიზიკური დატვირთვის პროცესში ხდება ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა), რომელიც მოწოდებულია მიოკარდიუმის იშემიის დასადგენად ან შესაფასებლად გიდ-ის (გულის იშემიური დაავადება) მქონე პაციენტებში, ან ამ პათოლოგიის რისკის წინაშე მყოფი პირებისთვის.

ტრედმილი, სარბენი ბილიკი საუკეთესო საშუალებაა მიოკარდიუმის იშემიის გამოსავლენად, მისი სიმძიმის შესაფასებლად და ამ მძიმე დაავადების პროფილაქტიკისათვის.

ტესტის პრინციპი ეფუძნება ფიზიოლოგიურ მექანიზმს, რომლის დროსაც გულის მუშაობისას მუდმივად უნდა იყოს შენარჩუნებული ბალანსი მიოკარდიუმისათვის ჟანგბადის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. დაუზიანებელი სისხლძარღვების შემთხვევაში, დატვირთვის მომატებისას, სისხლძარღვები ფართოვდება და გულის სისხლმომარაგება იზრდება (დადგენილია, რომ საჭიროების შემთხვევაში კორონარული სისხლის ნაკადი მისი მოსვენების დონესთან შედარებით 5-ჯერ მატულობს), თუმცა ათეროსკლეროზული დაზიანების შემთხვევაში, სისხლძარღვები ვერ ფართოვდება, ვეღარ უზრუნველყოფს გულის კუნთს მომატებული სისხლმომარაგებით და ჟანგბადის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი ირღვევა. სწორედ ამ დროს პაციენტს უვითარდება სიმპტომები, ხოლო ელექტროკარდიოგრამაზე ვლინდება შესაბამისი ცვლილებები.

ენდოსკოპია

ენდოსკოპიური კაბინეტი აღჭურვილია ბოლო თაობის, მსოფლიოში საუკეთესო, იაპონური წარმოების ენდოსკოპიური აპარატით OLYMPUS EVIS EXERA III CV 190 სერიის, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის ვიზუალიზებითა და მანევრირებით.

აპარატის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობაა HD ხარისხის ვიზუალიზება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავსვათ ზუსტი დიაგნოზი, დავათვალიეროთ კუჭ-ნაწლავის სისტემის ყოველი მილიმეტრი ვიწრო სპექტრში (NBI რეჟიმი) და დროულად აღმოვაჩინოთ ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა სიმსივნური პროცესები ადრეულ (in situ) ეტაპზე და შესაბამისად, დროულად დავიწყოთ მისი მკურნალობა.

ენდოსკოპიური კაბინეტი ასევე აღჭურვილია გერმანული კომპანია ERBE–ს უახლესი, ჩვენს რეგიონში უნიკალური არგონოპლაზმური კოაგულაციის აპარატით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვუმკურნალოთ სხვადასხვა დაავადებას ღია ოპერაციების გარეშე. მისი დახმარებით შესაძლებელია ონკო დაავადებების პრევენცია, მაგალითად, ბარეტის საყლაპავის აბლაცია ენდოსკოპიური მეთოდით. აღსანიშნავია, რომ ის ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და კიბოსწინარე დაავადებად ითვლება, ვითარდება საყლაპავის თიაქრის დროს.

ენდოსკოპიურ კაბინეტში ტარდება როგორც გეგმიური, ისე გადაუდებელი მანიპულაციები. ვატარებთ მცირე ინვაზიურ ჩარევებს სანაღვლე გზებზე, კუჭზე, მსხვილ ნაწლავზე. ასევე გთავაზობთ საყლაპავის ვარიკოზული ვენების ლიგირებას, ბარეტის საყლაპავის აბლაციას.

ენდოსკოპიურ კაბინეტში წარმატებით მიმდინარეობს სისხლდენის შეჩერების მანიპულაციები, სხვადასხვა წარმონაქმნის ამოკვეთა ენდოსკოპიური მეთოდით.

კაბინეტში ხორციელდება ჰელიკობაქტერიის სუნთქვითი (რესპირატორული) ექსპრეს კვლევა.

გინეკოლოგია

გინეკოლოგიური ოპერაციების უმეტესობა ტარდება ლაპაროსკოპიული მეთოდით. გინეკოლოგები იყენებენ KARL STORZ–ის ულტრათანამედროვე ენდოსკოპებსა და ჰისტეროსკოპებს. თანამედროვე აპარატურის მეშვეობით, სისხლის დანაკარგი უმნიშვნელოა, შემსუბუქებულია ტკივილის შეგრძნება და შესაბამისად, პოსტოპერაციული რეაბილიტაციაც სწრაფად მიმდინარეობს.  

აქციები

ექიმები

სიახლეები