მოგესალმებით,
საყლაპავის კიბო უმეტესად მოწიფული ასაკის და ხანდაზმულ მამაკაცებს ემართებათ.
საყლაპავის კარცინომის კლინიკური სურათი მკვეთრია. პირველი ჩივილია საყლაპავში უხეში საკვების ძნელად გავლის შეგრძნება.
მოგვიანებით საყლაპავი საერთოდ გაუვალი ხდება და ყოველგვარი საკვები უკან ამოდის.
ასევე ახლავს სიმპტომები: გულმკერდის ყრუ ტკივილი, ქოშინი, ტაქიკარდია ჭამის შემდეგ, ხმის ტემბრის შეცვლა, ხველის შეტევა და ა.შ.
თქვენს შემთხვევაში, დასაზუსტებელია, გაქვთ თუ არა პირის ღრუს სიმშრალე, უჩივით თუ არა გემოვნების დაქვეითებას და ა.შ.
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ოტო–რინო–ლარინგოლოგთან.
შესაძლოა თქვენს ჩივილებს იწვევდეს სასის, ტონზილების ან პირის ღრუს სხვა სტრუქტურების ინფექციური დაავადებები, ამიტომ
საჭიროა დამატებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, მაგალითად პირის ღრუს ნაცხის ანალიზი რომლის მეშვეობითაც გამოვლინდება პირის ღრუს სოკოვანი, ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექცია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, რომელიც ინსტრუმენტულად დაათვალიერებს პირის ღრუსა და საყლაპავს, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით გამოკვლევებს, დასვამს ზუსტ დიაგნოზს, შეარჩევს ინდივიდუალურ და შესაბამის მკურნალობას.
ასევე შესაძლებელია, მკურნალობაში ჩაერთოც სხვა სპეციალისტიც.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით გეხვეწებით მითხარით საყლაპავის ყელის პირის ღრუს ან ენის სიმსივნეების დროს რა სიმპტომები გამოიხატება და თუ შეიძლება ამ დროს სისხლის საერთოში არ იყოს არანაირი ცვლილება არც ტემპერატურატურა არც ხველა კითხვას ვსვამ იქედან გამომდინარე რომ მტკივა სასა საყლაპავი და ენის გვერდზე მაქვს წითელი გამონაყარი ტკივილი ჩხვლეტითი ირადიაცია დროგამოშვებით ყურებში და კისერში ექიმი ამბობს რომ არაფერია ფაქტი ჯიუტია ტკივილი არსებობს ყლაპვა არ მიჭირს მადლობთ წინასწარ
პასუხი: