ვიზიტი გინეკოლოგთან

კითხვა: გამარჯობა, ჩემმა გოგონამ იმშობიარა ერთი თვის წინ,გართულების გარეშე,მხოლოდ მშობიარობისას დაფიქსირდა მაღალი წნევა 160-100,მანამდე არ ქონდა მაღალი წნევა,ახლა მშობიარობიდან ამ ოთხ კვირაში ხშირად აქვს 150-100 ,გავიკეთეთ ყველა ანალიზი პასუხები კარგია ვის მივმართო ?მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება რთულია, თუმცა შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, საქმე ეხება არტერიულ ჰიპერტენზიას , რომელიც წარმოიშვა ლოგინობის ხანაში .
შესაბამისად , შესაძლოა ეს იყოს გესტოზი . გესტოზის სიმპტომები იშვიათად, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს აბსოლიტურად ჯანმრთელ ორსულებშიც, რომელთაც არ აღენიშნებათ რაიმე პათოლოგია.
გესტოზის სიმპტომების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმლების დაავადებები, ჰორმონული დარღვევები, ქრონიკულიტონზილიტი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის მოშლა.
გარდა ამისა უარყოფით გავლენას ახდენს ძლიერი გადაღლა, სტრესული სიტუაციები, არაბალანსირებული კვება, ჰიპოდინამია, გესტოზისადმი გენეტიკური მიდრეკილება. გესტოზი შეიძლება განვითარდეს ქალის ცხოვრებაში პირველად, თუ ორსული ქალის ასაკი აღემატება ოცდაათ წელს .
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.
შეუძლია პაციენტს, მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, გაუწევს მომსახურებას.
ასეთი მდგომარეობის მართვა ევალებათ გინეკოლოგებს და მათ მიერ დანიშნულ კონსულტანტებს – კარდიოლოგებს, თერაპევტებს, ნეფროლოგებს.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტის განხორიციელება.
გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციები ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა