მოგესალმებით,ადამიანის ორგანიზმის ვესტიბულური აპარატის ნორმალური, დაბალანსებული ფუნქცია აუცილებელია, რათა სხეულმა ვერტიკალური მდგომარეობა შეინარჩუნოს და სივრცეში შეთანხმებული მოძრაობა განახორციელოს, თავის მდებარეობა სტაბილური იყოს, ხოლო მხედველობა - ფიქსირებული, სათანადოდ წარიმართოს სივრცობრივი ორიენტაციის ფორმირება. აქედან გამომდინარე, ვესტიბულური აპარატის ნებისმიერ დარღვევას აღნიშნული ფუნქციების დარღვევა მოსდევს. გვხვდება თანამდევი გამოვლინებებიც - გულისრევა, ღებინება, წონასწორობის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, სუნთქვის რიტმის, პულსის ცვლილება, არტერიული წნევის "თამაში", ოფლდენის გაძლიერება, სინათლეზე თვალის გუგების რეაქციის შეცვლა, სახისა და კისრის გაწითლება ან სიფითრე. არცთუ იშვიათად თავბრუხვევის შეტევები ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის პირველი ნიშნია, მაგრამ თუ ასეთი მოვლენები რამდენიმე თვე და მით უმეტეს წელი გაგრძელდა, ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის დიაგნოზი ეჭვის ქვეშ დგება. როგორც აღნიშნავთ, იღებთ პრეპარატ "პრესტანსს", რომელიც ძირითადად ენიშნებათ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ არტერიული ჰიპერტენზია, ამიტომ შესაძლებელია, თქვენი თავბრუსხვევის გამომწვევ მიზეზად ესეც მივიჩნიოთ. დისტანციურად დიაგნოზის დასმა არაკორექტულია. გირჩევთ პირველ რიგში მიბრძანდეთ კარდილოგთან, რათა გამოირიცხოს კარდიოლოგიური პათოლოგიები. კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ გულ–სისხლძარღვთა სრულ კარდიოლოგიურ გამოკვლევას შაბათს, 166 ლარის ნაცვლად 99 ლარად. გამოკვლევაში შედის:
1. ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია;
2. ექოკარდიოგრაფია;
3. ელექტროკარდიოგრაფია;
4. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
5. ლიპიდურისპექტრი;
6. კრეატინინი.
გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ცხელ ხაზზე ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25 რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობატ უკაცრავად მაცუხებს ცნევები ვსვამ პრენსტანს 10 10-ზე და ვერისჰპირონს 50-ანს დგე გამოსვებიტ მაგვს ტავბრუ ხვევები ხსჰირად არა კიდევ რომ მივდივარ ცჰვეულებრივად პეხი მეკვეტება მოულოდნელად და ვეცემი ესეც ორ ტვესჰი ერტხელ ტუ სჰეგიდზლიატ მიპასუხატ რა იცვევს ამას მადლობა ცინასცარ
პასუხი: