უნებლიე შარდვა

კითხვა: გამარჯობა მყავს 12 წლის შვილი ბიჭი რომელსაც აქვს ღამით უნებლიე შარდვა რაც ძალიან მაწუხებს და უფრო მეტად მაწუხებს ის რომ მამის გენეტიკაში საკმაოდ ხშირია ანუ ბევრი ადამიანი გვყავს ვისაც ეს პრობლემა აქვს რა ვქნათ მითხარით დაველოდო ასაკს თუ ჩავერიოთ ექიმები?
პასუხი:

მოგესალმებით,
ენურეზი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ის აღენიშნება 6 წლამდე ბავშვების 10% და 10 წლამდე ბავშვების 5%. ვაჟებში ეს პრობლემა უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებში.
უმეტეს შემთხვევებში ენურეზი თავისთავად წყდება ბავშვის ზრდასთან ერთად. ასაკზე ყოველი 1 წლის მატებასთან ერთად ენურეზის სპონტანური გაქრობის შანსი 15%-ით იმატებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის ენურეზმა შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს თავად ბავშვის და ოჯახის წევრების ემოციურ მდგომარეობაზე, დაარღვიოს ბავშვის ნორმალური სოციალური აქტივობა, გავლენა იქონიოს თვითშეფასების ხარისხზე, რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება მისი მკურნალობა.
პირველ რიგში გაითავისეთ, რომ ბავშვი ვერ აკონტროლებს შარდვას ძილში, შესაბამისად ეს არ შეიძლება იყოს მისი დასჯის მიზეზი.
გირჩევთ პირველ რიგში მიმართოთ უროლოგს, რათა გამოირიცხოს რიგი პათოლოგიური მდგომარეობები, მაგ: საშარდე გზების ინფექცია.
ხოლო ამის შემდეგ განახორციელეთ ვიზიტი ნევროლოგთან.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა