მოგესალმებით,
მინი-ოპერაცია კეთდება გეგმიურად, რომელიც გრძელდება 10 წუთი, კეთდება ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ.
მანიპულაციის ღირებულებაა დაახლოებით 450--500 ლარი.
ოპერაციის შემდგომ ეტაპებსა და სხვა დეტალურ ნიუანსებზე, გაგესაუბრებათ უროლოგი, უშუალო ვიზიტისას.
შეგახსენებთ, რომ მართალია, ჩვენი კლინიკა არის „ალფას“ პროვაიდერი, თუმცა ამ შემთხვევაში, უროლოგთან უფასო კონსულტაციას ვერ გაივლით.
თქვენი სადაზღვევო კომპანიიდან, ე.წ. მიმართვაში, არ არის საჭირო ექიმის სახელისა და გვარის დაკონკრეტება, თუმცა რაკი თქვენი სურვილია უშუალოდ შოთა ბუგიანიშვილთან განახორციელოთ ვიზიტი, შეგიძლიათ მიუთითოთ.
სხვა შემთხვვეაში, აუცილებელია მიეთითოს მხოლოდ სპეციალობა ( უროლოგი ).
უროლოგთან ვიზიტის ღირებულებაა 50 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, კიდევ ერთხელ დიდი ბოდიშით რომ შეგაწუხეთ მაინტერესებ ფიმოზის შემთხვევაში ოპერაცია რამდენად უმტკივნეულოა და რა მეთოდით ტარდება? მაინტერესებს კიდევ თუ კონსულტაციაზე მოვალ ექიმთან უროლოგთან ოპერაცია რამდენ ხანში ინიშნება და რა დრო ჭირდება ოპერაციას? ოპერაციის ფას რაც შეეხება რა ჯდება დაღვევის გარეშე და თუ დაზღვევით გავიკეთებ ალფაში რა არის საჭირო გარდა პირადი ექიმის მიმართვისა? პირად ექიმის მიმართვაში აუცილებელია მიეთითოს თქვენი ექიმის სახელი გვარი თუ სპეციალობა უროლოგი? მადლობა დიდი
პასუხი: