მოგესალმებით, ტკივილი გულმკერდის არეში საკმაოდ გავრცელებული ჩივილია. გულის კუნთის სისხლით მომარაგების გაუარესება ანუ იშემია, რაც მიოკარდიუმის ინფარქტისა და სტენოკარდიის დროს ვითარდება, ტკივილის ხშირი მიზეზია. გულმკერდში ტკივილი გულის კუნთის და პერანგის (პერიკარდიუმი) ანთებამაც შეიძლება გამოიწვიოს. ასევე ხშირია ფილტვების, კუჭ-ნაწლავის, ძვალკუნთოვანი და ნერვული სისტემის დაავადებებით გამოწვეული და ფსიქიატრიული გენეზის ტკივილი, რომელიც გულმკერდის სხვადასხვა ნაწილში ლოკალიზდება. გულის დაავადებებით (სტენოკარდია, ინფრაქტი) გამოწვეული ტკივილი, ჩვეულებრივ, ფიზიკური და ემოციური დატვირთვის ფონზე აღმოცენდება, ხოლო დასვენების შემდეგ გაივლის. ტკივილი ძლიერია, ზეწოლითი ან მოჭერითი ხასიათისაა და მკერდის ძვლის უკან ლოკალიზდება. ტკივილი შეიძლება ერთ ან ორივე ხელში და ბეჭში ან ქვედა ყბაში და კბილში გადაეცემოდეს. ტკივილის მოხსნა ნიტროგლიცერინითაა შესაძლებელი. თქვენ არ აღწერთ რა ხასიათის ტკივილი გაქვთ, როდის გეწყებათ, ფიზიკურ დატვირთვას თუ უკავშირდება, ხომ არ ძლიერდება სუნთქვის ან ხველების, მოძრაობის დროს, რამდენ ხანს გრძელდება, თავისით იხსნება თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ, რამდენი წლის ბრძანდებით, ხომ არ გაქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება ( არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა), გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მხრივ, დატვირთული მემკვიდრეობა ხომ არ გაქვთ? თითოეულ ამ კითხვაზე პასუხის გაცემამ შეიძლება გამოკვლევის სხვადასხვა მიმართულებით წაგვიყვანოს. თუმცა, რაკი კარდიოგრამისა და ექოკარდიოგრაფიის პასუხები გაქვთ, სადაც სიცოცხლისთვის საშიში ცვლილებები ნამდვილად არ აღინიშნება, ალბათ კარდიოლოგთან ან ოჯახის ექიმთან იყავით და ანამნეზს ( ავადმყოფობის განვითარების ისტორიას) გამოგკითხავდათ. გულის არეში აღმოცენებული გახანგრძლივებული, შემაწუხებელი ყრუ ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ან ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი უფრო ფსიქოლოგიური ხასიათის დაავადებაზე მიუთითებს. თქვენი მონათხრობიდან ირკვევა, რომ ნევროზი გაქვთ, ვინ დაგისვათ დიაგნოზი, მედიკამენტს თუ ღებულობთ და რამდენი ხანია? როგორი შედეგი გაქვთ? თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევა რატომ ჩაიტარეთ? ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის დიაგნოსტიკისთვის მხოლოდ ამ ჰორმონის გამოკვლევა არ კმარა. გულის არეში ტკივილის მიზეზის დადგენა დისტანციურად შეუძლებელია. თქვენ გესაჭიროებათ კვლევის გაგრძელება. უნდა მიმართოთ კარგ კლინიცისტს - ექიმ კარდიოლოგს, ან თერაპევტს, რომელიც გულდასმით გაგსინჯავთ და გამოგკითხავთ ჩივილებს, საჭიროების შემთხვევაში ჩატარებული დამატებითი კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე დასვამს დიაგნოზს და მკურნალობასაც დაგინიშნავთ. ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთა და თერაპევტთა პროფესიონალი გუნდი მუშაობს, შეგიძლიათ მომართოთ და მათ მიერ დანიშნული კვლევებიც კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ჩაიტაროთ.
აქციის ფარგლებში ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გულის არეში ვგრძნობ ტკივილს და მოჭიმვას გადავიღე ექოსკოპია კარდიოგრამა, გავიკეთე ჩიყვზე იმუნოლოგიური გამოკვლევა, ტიროუდ მასტიმულირებელი ჰორმონი შედეგი 2.47მ U/L, კარდიოგრამის პასუხი: მარცხენა პარკუჭის გიპერტოფსა და მარჯვენა პარკუჭის სისტოლური გადაძაბვის ნიშნები, სტ სეგმენტისა და ტ კბილის ცვლილებები დეპრესიის სახით, ექოსკოპიის პასუხი: მარცხენა წინაგული მცირედ დილატირებულია, გლობალური სისტოლური ფუნქცია ნორმაში, რეგიონული კუმშვადობა დარღვეული არ არის გამოვლინდა დიასტოლური დისფუნქციის 1 ტიპი _ გაუარესებული რელაქსაცია, მარჯვენა პარკუჭის გლობალური ასევე ლოკალური კუნშვადობა შენახულია, მარჯვენა კამერები ნორმალური ზომისაა პულმონური ჰიპერტენზია არ ვლინდება ნორმალურია ფილტვის სისხლძარღვთა რეზისტენტობაც ,სარქვლოვანი აპარატი შეუცვლელი, აორტის ყველა სეგმენტი ნორმაშია, ჰერმოდინამიკურად რეგურგიტაციული ნაკადები არ ვლინდება, მაქვს ნერვოზი, მაინტერესებს თკვენი შეფასება, წინასწარ მადლობა
პასუხი: