ტერფის დეფორმაცია

კითხვა: გამარჯობა მყავს 12წლის ბიჭი, რომელსაც რამოდენიმე თვეა შევატყვე ორივე ფეხის ტერფის გვერდითი ძვლის გამოწევა,თან ვარჯიშობს ძიუდოზე ,თუ შეიძლება მითხრათ რამ გამოიწვია და არის თუ არა საშიში ჯანმრთელობისთვის?როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ?
პასუხი:

მოგესალმებით!
ადამიანის ტერფი რთული ანატომიური სტრუქტურის მქონე სხეულის ნაწილია, რომელიც 26 ძვლისგან, 100-მდე მყესისგან, 12 გარეთა და 19 შიგნითა კუნთისგან შედგება. საყრდენ და მამოძრავებელ ფუნქციებთან ერთად ის ამორტიზატორის როლსაც ასრულებს და განუწყვეტლივ იტვირთება მოძრაობის დროს. სხეულის ამ ნაწილს გამუდმებით უწევს ისეთი არასასურველი ფაქტორების ატანა, რაც ტერფის შემაწუხებელი ტკივილის, სიარულის გაძნელებისა და შრომისუუნარობის ძირითადი მიზეზია.
მიუხედავად იმისა, რომ შეკითხვას დანართის სახით ჰქონდა, თქვენს მიერ გამოგზავნილი, ტერფის სურათი, დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა რთულია.
სავარაუდოდ, საქმე გვაქვს, სპორტულ ტრავმასთან, ტერფის ძვლის დეფორმაციასთან, რაც გამოწვეულია მისი ხშირი დატვირთვით.
მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, შემდგომში მიზეზი რომ არ გახდეს სპორტულ კარიერაში წინსვლის შეფერხების, გირჩევთ, მიმართოთ ტრავმატოლოგს, სავარაუდოდ საჭირო იქნება რენტგენოლოგიური კვლევა, ზუსტი დიაგნოზისათვის.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა