მოგესალმებით!
მშობიარობის შემდგომ ინფექციას ეჭვობენ, თუ მშობიარობიდან პირველი 10 დღის განმავლობაში, სხეულის ტემპერატურა ზედიზედ 2 დღე 38 გრადუსს აღწევს. ტემპერატურას ზომავენ დღეში 4-ჯერ. ხანმოკლე სუბფებრილიტეტი ნორმალური მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც შეიძლება განვითარდეს, რასაც სისუსტე, გარდამავალი ბაქტერიემია და სისხლში უცხო სხეულების - ნაყოფის ცილების - მოხვედრა განაპირობებს.
ბუნებრივი გზით მშობიარობის შემდეგ ტემპერატურა, წესისამებრ, თავისთავად უბრუნდება ნორმას.
საკეისრო კვეთის შემდეგ კი ცხელების არსებობისას , აუცილებელია გამოირიცხოს ინფექციური გართულების არსებობა .შესაბამისად , გირჩევთ საქმის კურსში ჩააყენოთ მკურნალი მეან–გინეკოლოგი და მასთან ერთად დაგეგმეთ პაციენტის კვლევის გეგმა .
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი , შეუძლია თქვენს მეუღლეს მობრძანდეს ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ სამშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობათ ჩემ მეუღლეს მშობიარობის შემდეგ აქვს სიცხეები 37 და რას უნდა დავაბრალოთ?
პასუხი: