სქესობრივი აქტი ფიმოზის დროს - უროლოგია

კითხვა: ფიმოზის დროს სექსი შესაძლებელია?
პასუხი:

მოგესალმებით,
პაციენტებს რომლებსაც მოკლე ლაგამი ან ფიმოზი აქვთ - შეიძლება, განუვითარდეთ ლაგამის ჩახევა ან ჩუჩის მთლიანობის დარღვევა – პირველი ან უხეში სქესობრივი აქტის დროს.
ზოგადად ჩუჩა უნდა გადაიწიოს 3-4 წლის ასაკამდე, რა თქმა უნდა ძალდატანების გარეშე. თუ ასე არ მოხდა, მაშინ უნდა დაელოდოთ 17-18 წლის ასაკს, რადგან ეს არის მაქსიმუმი ვადა ჩუჩის თავისთავად გადაწევის.
თუ თქვენ 18 წელზე მეტი ასაკის ბრძანდებით და გაქვთ ფიმოზი, მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით, როგორიცაა პარაფიმოზი ( ასოს თავისა და ჩუჩის შეშუპება)
სასურველია ჩატარდეს ქირურგიული მკურნალობა – ცირკუმციზია.
თანდაყოლილი ფიმოზის გარდა ის შეიძლება გამოიწვიოს:

  • მასკლეროზებელმა ლიქენმა;
  • ბალანოპოსტიტმა;
  • ჩუჩის დაბოლოების სტენოზმა (შევიწროებამ);
  • ასოს კანზე მიმდინარე ზოგიერთმა ქრონიკულმა ანთებითმა დაავადებამ და ა.შ.

ასე რომ, დასაზუსტებელია, თქვენს შემთხვევაში რა ტიპის ფიმოზს ეხება საქმე და ამის მიხედვით, დასახელებული ოპერაციის გარდა, შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა, კონსერვატიული მკურნალობის მეთოდების გამოყენება.
ამიტომ, კლინიკის აქციის ფაგრლებში შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება მდგომარეობა და ექიმი მოგახსენებთ მკურნალობის სტრატეგიის შესახებ.

უფასო კონსულტაციაზე ჩაწერა აუცილებელია, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა