ქვედა ყბის დაზიანება - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: 2 დღის წინ ჭავჭავაძეზე მოტოციკლეტით მოვცურდი, ქვედა ყბა დავარტყი ჩაფხუტის ბალიშს საკმაოდ ძლიერად, ძალიან მაწუხებს ქვედა ყბა და ე.წ "კტ"-ც გადავიღე, ექიმმა თქვა, რომ მოტეხილობა არ მაქვს და ქვედა ყბის ძვლები არ არის დაზიანებული კბილიც მოტეხილი მაქვს. ექიმმა ასევე მითხრა რომ დაბეჟილობა მაქვს. მაინტერესებს რაიმე გართულება ხომ არ შეიძლება მოყვეს?...
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება, ჩატარებულ კვლევათა პასუხების გაცნობის გარეშე, შეუძლებელია. თუმცა შესაძლოა, დაცემის შედეგად დაზიანდა ქვედა ყბის ძვლოვანი და ხრტილოვანი სტრუქტურები, მყესები ან კუნთები, რაც იწვევს ტკივილს.
თუ კტ კვლევის შედეგად პათოლოგია არ გამოვლინდა, შესაბამისად – საშიში არაფერია.
ეცადეთ, თავი აარიდოთ მაგარი საკვების მიღებას, მათ შორის საღეჭი რეზინის ხშირ გამოყენებას, რათა აიცილოთ ყბის სახსრის დატვირთვა და ეს ხელს შეუწყობს დაჟეჟილობის მოშუშებას.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ხოლო თუ გაინტერესებთ ჩვენი კლინიკის ყბა–სახის ქირურგის მოსაზრების მოსმენა , შეგიძლიათ მობრძანდეთ ექიმ შოთა ლობჟანიძესთან კონსულტაციაზე. მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ კი, დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა