პირის წვის სინდრომი

კითხვა: მოგესალმებით, მაქვს ასეთი პრობლემა , თავიდან დამეწყო ენის წვა,, შემდეგ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გაბუჟებული მქონდა , თან მტკიოდა.. შემდეგ ეს შეგრძნება ცხვირზე და თვალზე ამივიდა.. მაინტერესებს რა პრობლემები მაქვს და ვის უნდა მივმართო.. რა ანალიზები უნდა გავიკეთო ამ შემთხევაში უკვე ისე მაქვს გართულებული სუნთქვაც მიჭირს. წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი:


მოგესალმებით,
პირის წვის სინდრომის დროს პაციენტს აღენიშნება მუდმივი(ქრონიკული) შეგრძნება პირის ღრუს წვისა, რომლის მიზეზიც ძირითადად უცნობია. დაავადებამ შესაძლოა მოიცვას პაციენტის ენა, ღრძილები, ტუჩები, ლოყების შიდა მხარე, პირის წვის სინდრომი ჩნდება უცაბედად და იწვევს ძალიან ძლიერ ტკივილებს.
სამწუხაროდ, პირის წვის სინდრომის მიზეზები დაუდგენელია.
როდესაც სახეზე არ გვაქვს კლინიკური ან ლაბორატორიული ცვლილებები, მდგომარეობას პირის წვის სინდრომი ეწოდება. ზოგიერთი სინდრომი დაკავშირებულია გემოვნების და სხვა მგრძნობელობის ორგანოების დაზიანებასთან პერიფერიულ ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რითაც შეიძლება აიხსნას გადაცემითი დაბუჟება ცხვირსა და თვალზე.
შესაძლოა საჭირო გახდეს რამოდენიმე პროფილის ექიმის ერთად მუშაობა პრობლემის ზუსტი მიზეზის დასადგენად,რათა მკურნალობა უფრო ეფექტური გახდეს.
გირჩევთ, პირველ რიგში მიმართოთ სტომატოლოგს , თუ გამოირიცხება სტომატოლოგიური პრობლემები, მაშინ გირჩევთ მობრძანდეთ კონსულტაციაზე ნევროლოგთან .
ჩვენს კლინიკაში ,უფასო გასინჯვის აქციაზე ,ნევროლოგთან , პარასკევს შეგიძლიათ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა