კოლონოსკოპიური კვლევა - კომპიუტერული ტომოგრაფია

კითხვა: ხანგრძლივად ვმკურნალობ კუჭნაწლავის პრობლემებზე, გულძმარვა, დისკომფორტი, მეტეორიზმი, ტკივილი ჭამის შემდეგ. მიუხედავ მკურნალობისა შედეგი არ მაქვს, ჭამის შემდეგ ტკივილები მაქვს მარცხენა ნეკნის ქვემოთ. კორონოსკოპიის გაკეთება მითხრეს. რამდენად არის შესაძლებელი კორონოსკოპიის ნაცვლად კომპიუტერული ტოიმოგრაფია გავიკეთო? კომპიუტერული ტომოგრაფიით მივიღებ ისეთ სურათს რაც უნდა მივიღო კორონოსკოპიით?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ენდოსკოპიური კვლევები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა, მათ შორისაა თქვენს მიერ აღნიშნული კოლონოსკოპიაც.
მისი საშუალებით ხდება ლორწოვანი გარსის დეტალური დათვალიერება, სარქველების ფუნქციონირების შეფასება, საჭიროების შემთხვევაში ლორწოვანის დაზიანებული ნაწილის ბიოფსია. ამ გზით აღებულ მასალას უტარდება ციტოლოგიური ანალიზი წყლულისა და დაწყლულებული სიმსივნის დიფერენცირებისთვის.
რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, შესაძლებელია ჩატარება, თუმცა თუ საქმე არ გვაქვს დიდი ზომის წანაზარდთან, აღნიშნული კვლევით, პათოლოგიური უბნები არ ვლინდება.
გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში ენდოსკოპიური კვლევა ტარდება ულტრათანამედროვე აპარატით.
არჩევანი კი, თქვენზეა. თუ გადაწყვეტთ კვლევის ჩატარებას, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30990/gawukhebt-tkivili-muclis-areshi,-shekruloba,-fagharati,-sheberiloba,-mskhvili-nawlavis-problemebi- 
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა