კოჭის შეშუპება

კითხვა: გამარჯობა ვარ 41წლის. შეკითხვა მაქვს. ხშირად მისივდება მარცხენა ფეხი კოჭში და ვგრძნობ ფეხის ბარძაყის სახსარში ყრუ ტკივილს თუ შეიძლება მითხრათ მიზეზი?
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება რთულია, თუმცა თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ძვალ–სახსროვან პათოლოგიასთან.
ასევე შესაძლოა იყოს კოქსართროზი, მენჯ–ბარძაყის სახსრის დეფორმაცია კი იწვევდეს დგომის დარღვევას და ზედმეტ დატვირთვას ქვედა კიდურზე, ამას კი შეიძლება ახლდეს კოჭის შეშუპება.
ასევე, გასათვალისწინებელია, ჰორმონულ ან მენსტრუალურ დარღვევებს ხომ არ ამჩნევთ, ტრავმა ხომ არ გქონიათ მენჯ–ბარძაყის მიდამოში და ა.შ.
აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ტრავმატოლოგთან, რომელიც დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს.
საჭიროა ოსტეოპოროზის დადგენა, ჰორმონული სტატუსის შესწავლა, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, კალციუმის ცვლის შესწავლა და ა.შ.
დიაგნოსტირებისათვის აუცილებელი კვლევების შესახებ, თავად სპეციალისტი მოგცემთ რეკომენდაციას, რომელიც უშუალო ვიზიტისას შეკრებს ანამნეზს და ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას.
გაცნობებთ, რომ კლინიკის აქციის ფარგლებში, ტრავმატოლოგთან კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა