ხერხემლის პრობლემები მოზარდებში

კითხვა: ჩემ შვილს აწუხებს წელის ტკივილი,მოსახართან.განსაკუთრებით ჯდომის დროს.ბავშვი 18წლისაა.რას შეიძლება გამოეწვია ან რომელ ექიმთან უნდა მივიყვანო,გთხოვთ მირჩიეთ რამე.იქნებ პასუხი აქ მომწეროთ.
პასუხი:

მოგესალმებით,ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის რთული და მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი ფორმირება ორგანიზმის მთელი ზრდისა და განვითარების მანძილზე მიმდინარეობს და 20-22 წლის ასაკში სრულდება. შესაძლებელია ტკივილს იწვევდეს სკოლიოზი (ხერხემლის გამრუდება) რომელიც მალების დეფორმაციით, მყესებისა და კუნთების სტრუქტურული ცვლილებებით მიმდინარეობს. ტანდეგობის დარღვევა კუნთების ტონურ-ძალოვანი დისბალანსით არის განპირობებული. ეს პროცესი პრაქტიკულად შექცევადია, რადგან ამ დროს ხერხემლის საყრდენი სტრუქტურა არ იცვლება. ასევე შესაძლებელია იყოს ტანდეგობის დარღვევა, ამის მიზეზი ისაა, რომ სხეულის ფიზიოლოგიური მდებარეობის შენარჩუნებაში არ მონაწილეობს ერთი ან რამდენიმე კუნთი, რასაც, თავის მხრივ, სხეულის პოზებისა და მოძრაობის მარეგულირებელი ნერვული ცენტრების შეცდომები განაპირობებს. დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა, ფიზიკურად შეუძლებელია. შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ მიმართოთ ექიმს. კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ექიმ–ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაცია პარასკევს. ვიზიტისას შეფასდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, შესაძლებელია დაგენიშნოთ გამოკვლევები, ამის შემდეგ შეჯერდება ანამნეზი და დაგენიშნებათ აპრობირებული მკურნალობა. უფასო ვიზიტისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა