კითხვა: გამარჯობა, ზაფხულში მწვავე ტკივილი დამეწყო მარცხენა ფეხის არეში, ტკივილის მეწყებოდა საჯდომის ნერვისგან, დრო და დრო ტკივილმა მიკლო, ეხლა მხოლოდ დაღლის შემდეგ ან მარცხენა გვერძე წოლის დროს მტკივა, ტკივილს თან ახლავს დაბუჟებაც. მაქვს სპინალური გაუმტკივარება განაკეთები. მაინტერესებს რა შეიძლება იწვევდეს ესეთ ტკივილს? არის ეს იშიაზის ნიშნები? გმადლობთ ყურადღებისთვის
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში, ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა შესაძლოა, თქვენი ჩივილების გამომწვევი იყოს იშიაზი.
იგი არის საჯდომი ნერვის დაზიანება ან მიჭყლეტა, რომელიც პასუხისმგებელია ფეხის მგრძნობელობაზე და მოძრაობაზე დუნდულოვანი კუნთიდან ტერფამდე.
იშიაზი ვითარდება:

  • ოსტეოქონდროზის;
  • ხერხემლის თიაქრის;
  • მალების გადანაცვლების ფონზე.

ხშირად მიჭყლეტვა ხდება სიმძიმის ცენტრის გადანაცვლების და ხერხემალზე ზეწოლის მომატების გამო.
იშიაზის ძირითადი სიმპტომებია:

  • წელის ან ფეხის მწველი და მჩხვლეტი ტკივილი;
  • ფეხის დაბუჟება,სიცივის შეგრძნება;
  • სისუსტე კუნთებში;
  • გარდაუვალი ტკივილი ფეხის ზედაპირზე;
  • მოძრაობითი აქტიურობის პრობლემები.

დაზიანება ძირითადად აღინიშნება მხოლოდ ერთ ფეხზე, მაგრამ ზოგჯერ, თუ ნერვები დაზიანებულია – ორივე მხარეზე.
შემოგთავაზებთ, კლინიკის აქციის ფარგლებში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას.
უშუალო ვიზიტისას, ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლების შემდეგ, დასვამს ტკივილის გამომწვევ ზუსტ დიაგნოზს და თავად მოგახსენებთ მკურნალობის მეთოდის შესახებ.

ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა