ფიტნესი ვარიკოზის დროს

კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს ვარიკოზის დროს შეიძლება თუ არა ფიტნესით დაკავება? მაგალითად ელექტრობილიკი.
პასუხი:

მოგესალმებით,
ქვედა კიდურებზე ვენების ვარიკოზული დაავადების წარმოშობის მიზეზები ცხოვრების გარკვეულ სტილს უკავშირდება . კერძოდ ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას,მჯდომარე საქმიანობას,ან ხანგრძლივად ერთ ადგილზე დგომას . ანუ ,ყველა ისეთ შემთხვევას,როდესაც წვივის კუნთები არ ასრულებენ თავის ბიომექანიკურ ფუნქციას და შესაბამისად ვენურ სისტემაზე კომპრესიას .
აქედან გამომდინარე,მსუბუქი და მუდმივი ფიზიკური დატვირთვა ფეხებისათვის სასარგებლოა,კერძოდ ფიტნესკლუბის შემთხვევაში – სარბენ ბილიკზე სიარული ,ველოტრენაჟორზე ვარჯიში და განსაკუთრებით ცურვა .მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული ვენების ვარიკოზული დაავადების დროს გადატვირთვა დაუშვებელია, ვარჯიშის დროს კი პაციენტები ადვილად კარგავენ ზომიერების შეგრძნებას და ირჩევენ ზედმეტად ხანგრძლივ და ინტენსიურ ვარჯიშებს.
ვარჯიშის სახეობის შერჩევისას აუცილებელია ვარიკოზული დაავადების ხარისხის და არსებული გართულებების შეფასება.
ასევე აუცილებელია, სპეციალური წინდები და ელასტიური ბინტები, რომლებიც იცავენ ვენებს გადატვირთვისგან და ტრავმებისაგან, ისინი ვარჯიშს უსაფრთხოს და კომფორტულს ხდიან.
ტრიკოტაჟის შერჩევა უმჯობესია შეათანხმოთ ექიმთან, რადგან კომპრესიის ხარისხი განისაზღვრება და ინიშნება დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ორშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა