მოგესალმებით! ერექციული დისფუნქცია არის მამაკაცის უნარის დაქვეითება, ადეკვატურ, ნორმალურ სიტუაციაში მიაღწიოს ხარისხიან ერექციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი სქესობრივი აქტის ჩატარება. ერექციის განვითარებისთვის მამაკაცს სჭირდება სექსუალური სტიმული საპირისპირო სქესის ადამიანი მხედველობითი ინფორმაცია გადაეცემა ტვინს, ტვინიდან შესაბამის ცენტრებს, რომლის შედეგად სასქესო ასოსკენ არტერიული სისხლის დიდი ნაკადი მიედინება. დისფუნქციის მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქოგენურიც და ორგანულიც. ახალგაზრდებში ფსიქოგენური ერექციული დისფუნქცია სჭარბობს. უმთავრესად აკლიათ საკუთარი თავის რწმენა, რწმენა იმისა, რომ ნორმალურად ჩაატარებენ სქესობრივ აქტს. დისფუნქციის მიზეზად შეიძლება იქცეს ასევე დეპრესია, შფოთვა, სტრესი, შიშები. 35-40 წლიდან ერექციული დისფუნქციის მიზეზად უფრო ხშირად გვევლინება ორგანული პათოლოგია. წამყვანია სისხლძარღვოვანი პრობლემები (ვინაიდან სწორედ სისხლის ადექვატური მიმოქცევაა ერექციის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი), მას მოსდევს ენდოკრინული, ნევროგენული, უროლოგიური დაავადებები და სხვა. სხვათა შორის, ერექციული დისფუნქცია ხშირად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი პირველი მანიშნებელია. როდესაც ორგანიზმში იწყება ასაკობრივი ცვლილებები, კერძოდ, ათეროსკლეროზი, არასასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებში, მათ შორის სქესობრივშიც, ხარვეზები იჩენს თავს. რაც შეეხება დიაგნოსტიკას, ამ კუთხით ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია ანამნეზი. სექსოლოგისთვის საინტერესოა, როგორ ვითარდებოდა მამაკაცი პუბერტატულ (მომწიფების) პერიოდში, როდის გამოეხატა პირველადი და მეორეული სასქესო ნიშნები, როდის ჰქონდა პირველი პოლუცია (უნებლიე სპერმის გამოყოფა), პირველი სქესობრივი კონტაქტი და რა სახის დაბრკოლება შეხვდა მას. ანამნეზის საფუძველზე ინიშნება შემდეგი გამოკვლევები: ულტრაბგერითი გამოკვლევა, ნევროლოგიური, ენდოკრინოლოგიური , ლაბორატორიული კვლევები. ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უროლოგის, სექსოლოგის კომპეტენციაა. გირჩევთ, პირველ ეტაპზე, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში უროლოგთან კონსულტაციის მიზნით, საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება, რის საფუძველზეც სპეციალისტი დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში ექიმ–უროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. საჭიროების შემთხვევაში კი გადაგამისამართებთ სექსოლოგთან. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: თქვენი ნახვა სად შეიძლება? სექსის დაწყების პროცეში ყველაფერი რიგზეა მაგრამ მერე და მერე პენისი ზომაში იკლებს
პასუხი: