მოგესალმებით!
ცივი და ხშირად ოფლიანი კიდურების არსებობა შესაძლოა არ უკავშირდებოდეს რაიმე პათოლოგიას ,თუმცა ასევე შეიძლება ენდოკრინული სისტემის პათოლოგიაზე მეტყველებდეს, გარდა ამისა , ხელებისა და ფეხების სიცივე შეიძლება რკინადეფიციტური ანემიის შედეგიც იყოს.
ორივე შემთხვევაში საჭიროა სისხლის ლაბორატორიული კველევებიშ ჩატარება .ერთ შემთხვევაში გამოსაკვლევია სისხლში რკინის შემჩველობა ,ხოლო მეორე შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები – TSH და FT4.
შესაბამისად , თუ ბავშვის მცივანობის მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემასთან არის დაკავშირებული პირველ რიგში დაავადებას უნდა მკურნალობა.
მნიშვნელობა აქვს აგრეთვე კვებასაც, უნდა მიირთვას მეტი ხილი და ბოსტნეული, წიწიბურა (მდიდარია რუტინით, კედლებსა და კაპილარებს ამაგრებს), რუხი პური (შეიცავს ბევრ თუთიას, ასევე აუცილებელია სისხლძარღვებისთვის). სასარგებლოა ციტრუსები, ვაშლი, გარგარი.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: შეკითხვა მაქვს ასეთი, მყავს 12 წლის შვილიშვილი გოგონა, რომელსაც ხშირად ხელები აქვს ცივი და ოფლიანი რისი ბრალია და რომელ ექიმს მივმართო ? მადლობა წინასწარ.
პასუხი: