დაუზუსტებელი დიაგნოზი

კითხვა: გამარჯობათ. ვარ 45 წლის მამაკაცი მარცხენა მკერდის არეში ვგრძნობ დისკომფორტს (კერძოდ მკერდი მაქვს ზომაში გადიდებული) დროდადრო მაგვს იღლიაში გამწკეპლავი ტკივილი, ეს ყოველივე ხომარ მიანიშნებს სარძევე ჯირყვლის სიმსივნისაკენ?? ან რას მოასწავებს ესეთი ჩივილი? გტხოვთ გამცეთ ამომწურავი პასუხი და ვის მივმართო მირჩიეთ..
პასუხი:

მოგესალმებით! თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ძნელია დაზუსტებით ვიფიქროთ თუ სად არის ლოკალიზებული პათოლოგიური უბანი. დისტანციურად ძნელია დასკვნის გაკეთება საქმე ეხება ძუძუს დვრილის თუ რბილი ქსოვილის პათოლოგიას. აქედან გამომდინარე, გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ექიმ -ქირურგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. გაცნობებთ, რომ სპეციალისტთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა